საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3216

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს ქუთაისის სკოლის ინსპექტორის ანგარიში და მოსაზრება მზრუნველთა საბჭოსთან მოვალეობათა გამიჯვნის შესახებ.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის 1-ელი განყოფილების მოსწავლე იყო რუსი ანდრეი ზახაროვი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1-ელ იანვარს ბენედიქტე თომას ძე გაბისონიამ ხონის ვაჟთა გიმნაზიის სრული კურსი დაამთავრა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. სუჯუნაში გუგუშვილის მიერ დაარსებულ საქალებო სამრევლო სკოლაში 36 მოსწავლე სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ლოლუა თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ ღვამიჩაძე თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაშვილი თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხუციშვილი თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ნ. მღებრიშვილმა ბათუმის ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ზესტაფონში ნ. თურქიას მიერ დაარსებულ სკოლაში 16 ბავშვი სწავლობდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. თურქიას ქუთაისის საქალებო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სეფე მეთოდის ძე ხომასურიძე ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სეფე მეთოდის ძე ხომასურიძეს თბილისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ხონის ელენე ბახტაძის ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიულ კლასებში სწავლის საფასური წელიწადში 50 მანეთი იყო, მოსამზადებელ კლასებში კი — 30 მანეთი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1-ელი დეკემბრისთვის გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილი მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტად ირიცხებოდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლისთვის ქალაქ გორის გამგეობის წევრ ალექსანდრე ნესტორის ძე მიხაილოვს დამთავრებული ჰქონდა სამთო აკადემია ავსტრიაში.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 21 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კავკასიის მთავარმართებლის განკარგულებით კავკასიის სტიპენდია მიიღო ვარლამ მოსეშვილმა, რომელიც ხარკოვის უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 21 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კავკასიის მთავარმართებლის განკარგულებით კავკასიის სტიპენდია მიიღო გიორგი თარხანმოურავიშვილმა, რომელიც მოსკოვის სამეურნეო ინსტიტუტში სწავლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თაბუნიძემ გორის საოსტატო სემინარია დაასრულა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილმა ვარშავაში კონსერვატორია დაამთავრა.