საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33287

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძე ზვანში გამოიძახა იქაური პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძემ და უთხრა, რომ სტრაჟნიკთა ურიადნიკმა ივანე ნინიძემ ტერორისტთა ხელმძღვანელად დაასახელა. გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით გეგმავდნენ მისი დაჭერას, ღამით ციხეში გაგზავნას და გზაში მოკვლას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძემ მოულოდნელად ბარათი მიიღო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძისგან. ნაკაშიძე კიკვაძეს მასთან დაუყოვნებლივ ჩასვლას თხოვდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს, მეორე სახელმწიფო დუმის რწმუნებულთა არჩევნების წინ დაპატიმრებულმა თევდორე კიკვაძემ იოლად დააღწია თავი ციხეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს, მეორე სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ, იანვრის დიდთოვლიან ღამეს, თევდორე კიკვაძის სახლს მაკვანეთში ინგუშთა რაზმი დაესხა თავს გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით. კიკვაძე დაიჭირეს და ოზურგეთში წაიყვანეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, როცა მეტეხის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თედო კიკვაძე მშობლიურ სოფ. მაკვანეთში დაბრუნდა, გურიას გენერალი ივანე ტოლმაჩოვი აკონტროლებდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, თედო კიკვაძის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფო დუმის მეორე არჩევნები დანიშნეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მეტეხის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, თევდორე კიკვაძე ისევ თავის სოფელში დაბრუნდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, მიუხედავად მძიმე ბრალდებისა, თევდორე კიკვაძე მაინც გათავისუფლდა ციხიდან პალატის საგანგებო გამომძიებლის, ლიახოვიჩის დახმარებით.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძე ქალაქ ოზურგეთიდან პირველი სახელმწიფო დუმის დეპუტატთა ამომრჩევლად იყო წარდგენილი, მაგრამ მთავრობამ ის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ გაათავისუფლა დროებით ციხიდან.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მეტეხის ციხეში პატიმრობის დროს, თევდორე კიკვაძე ოზურგეთმა პირველი სახელმწიფო დუმის დეპუტატთა ამომრჩევლად წარადგინა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მიხა ბოჭორიძეს საიდუმლო სტამბა ჰქონდა მოწყობილი დავით როსტომაშვილის სახლში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას ბრალდებულთა შორის იყო მიხა ბოჭორიძეც, რომელიც საიდუმლო სტამბის მომწყობასა და არალეგალურ საქმიანობას ხელმძღვანელობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას იგი ორმა ცრუ მოწმე ქალმა ამოიცნო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გურიაში სტრაჟნიკთა პრაპორშჩიკ დიმიტრი მგელაძეზე თავდასხმის შემდეგ პოლიცია ამ თავდასხმის ხელმძღვანელის ძებნას შეუდგა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს სოფელ ნიგოითში ჩატარებულ სახელმწიფო დუმაში წარსადგენ დეპუტატთა მეორე ამრჩევ საგუბერნიო კონფერენციში სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის სახელით თევდორე კიკვაძე მონაწილეობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს სოფელ ნიგოითში ჩატარებულ მეორე სახელმწიფო დუმაში დეპუტატთა ამრჩევ საგუბერნიო კონფერენციას ესწრებოდნენ ბუდუ მდივანი, პოლიკო კიკალიშვილი და სხვა ბოლშევიკები.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს სოფელ ნიგოითში საგუბერნიო კონფერენციაზე თევდორე კიკვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა სახელმწიფო დუმაში წარსადგენ დეპუტატთა მეორე არჩევნები.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის აპრილში ოზურგეთში დაჭრეს სტრაჟნიკების პრაპორშჩიკი დიმიტრი მგელაძე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს სტრაჟნიკთა პრაპორშჩიკ დიმიტრი მგელაძეზე თავდასხმის დროს თევდორე კიკვაძე მაკვანეთში იმყოფებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს სტარჟნიკთა პრაპორშჩიკი დიმიტრი მგელაძე გურიაში საქმიანობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს სტრაჟნიკთა პრაპორშჩიკ დიმიტრი მგელაძის დაჭრის ორგანიზება თევდორე კიკვაძეს დააბრალეს, რის გამოც იგი იძულებული გახდა სასწრაფოდ გაშორებოდა ოზურგეთს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს აგრონომი ერმილე ნაკაშიძე ცხოვრობდა თბილისში, შატინოვის ქუჩა №3-ში.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთიდან თბილისში გამოიქცა, რადგან მას გურიაში პრაპორშჩიკ მგელაძეზე თავდასხმის ორგანიზება დააბრალეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გურიიდან იძულებით წამოსული თევდორე კიკვაძე ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში, შემდეგ კი, ლეგალურად ცხოვრების პერიოდში, იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ხელმძღვანელიც გახდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ხელმძღვანელად თევდორე კიკვაძის მუშაობის პერიოდში „პოპულარული განყოფილება“ საზოგადოებისთვის მარქსიზმის გაცნობას ეთმობოდა.