რეგისტრირებული ფაქტები17675
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არსენ ანუჩინი სტავროპოლის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით არსენ ანუჩინი თბილისის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველად გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით თოხარელი არდაგანის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისაკ ავაქოვი III ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით დავით თოხარელი დუშეთის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველად გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი სიონის ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი უმაღლესი ბრძანებით გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსად დაინიშნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას სიონის ტაძარში უამრავი ადამიანი დაესწრო. ყველას სურდა უიშვიათეს მოვლენას დასწრებოდა, რადგან ძალიან უხაროდათ თავიანთი საყვარელი მქადაგებლის კურთხევა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი საქართველოს ეგზარქოსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე ეპისკოპოსი იყო. იგი გაბრიელ ეპისკოპოსად იწოდებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ დადიანი სამეგრელოს ყოფილი ეპისკოპოსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე გორის ეპისკოპოსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი დამსახურებული სახელმწიფო მოხელე იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი თავისივე თხოვნით სამსახურიდან დაითხოვეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი თბილისის ფოსტის გამგებელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი ქუთაისის, ყარსის და ერევნის გუბერნიების გამგებელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი სახელმწიფო მრჩეველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შეპუნოვი ყუბანის ფოსტისა და შავი ზღვის ოლქის გამგებელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილიდან მიტროფანე ბოგუცკი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის ოლქის ტელეგრაფის გამგებლის თანამდებობიდან ფოსტა-ტელეგრაფის გამგებლად გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილიდან ბელიავსკი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის ოლქის ტელეგრაფის გამგებლის თანაშემწედ დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილიდან სოკოლოვი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის, ზაქათალის, ქუთაისის, ერევნის გუბერნიების ფოსტის გამგებლის თანაშემწის თანამდებობიდან თბილისის საგუბერნიო ფოსტის კანტორის უფროსად გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. აბაშიძე მთავარმართებლობის განკარგულებით დუშეთის სამაზრო სამმართველოს საქმისმწარმოებლად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი რუსეთში განთქმული ზოოლოგი და საუკეთესო საყმაწვილო წიგნების ავტორი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ პოლიციის ბოქაულის გ. ლოლაძის ავადმყოფობის გამო დროებით ამ თანამდებობას მისი თანაშემწე წულუკიძე აღასრულებდა.

