რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის 1920 წლის 27 იანვრის ბრძანება სამხედრო საქმეთა უწყების მიმართ, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის საზღვრებში იმ პირთ, რომლებიც არ იმყოფებოდნენ რესპუბლიკის არმიის საშტატო თანამდებობებზე, ეკრძალებოდათ სამხედრო ფორმის ტარება, ხოლო არმიაში მომსახურეებს ევალებოდათ დაწესებული ფორმის და მოწმობების ტარება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ საბჭოთა მთავრობა რუს და ქართველ ხალხს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა. ის იმედოვნებდა, რომ რუსეთი მოძებნიდა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისაღებ ენას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა, რომ დღის წესრიგში განსახილველად იყო გამგეობის მოხსენება არტისტული საზოგადოების თეატრის და სხვა შენობების იძულებითი ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ ვინაიდან 60 ხმოსანი არ ესწრებოდა, საკითხი შემდეგისთვის უნდა გადადებულიყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მოსე ჯანაშვილი წერს, რომ ინჟინერ ვასილ კაკაბაძის წიგნი „მრეწველობის განვითარების საკითხი ჩვენში“ სავაჭრო პალატამ უნდა დაბეჭდოს მრავალათასიანი ტირაჟით და გაავრცელოს, რათა სახელმძღვანელოდ ჰქონდეს არა მარტო მრეწველსა და ვაჭარს, არამედ ქვეყნის აღორძინების მსურველ ყველა მოქალაქეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. რევოლუციონერების წარმომადგენელმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ მინისტრიდან დაწყებული გვარდიელამდე და უბრალო მილიციელამდე დამთავრებული ყველა იყო სოც. დემოკრატთა პროპაგანდისტი და მათთვის სახელმწიფო ხარჯით პროპაგანდისტების დამატება საჭირო აღარ იყო.

