საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს კანცელარიის უფროსი ზედამხედველის დამხმარე ალექსანდრე გურგენოვი ამიერკავკასიის სააქციო სამმართველოს ბუღალტრად დაინიშნა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ალექსანდრე ვასილის ძე გუქასოვი, რომელიც იყო საეკლესიო მამულთა მმართველი თელავისა და სიღნაღის ოლქებში.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნოემბერში ქალაქის საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მდივნობის ვადა ეწურებოდა და ახალი მდივანი უნდა აერჩიათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სენაკის მაზრის უფროსის თანაშემწე ი. ა. ლაზარენკო ზედმიწევნით კარგად ასრულებდა თავის უფლება-მოვალეობებს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი გზების კეთილმოწყობას უთმობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 28 ნოემბერს ქალაქის გამგეობის წევრ ევგრაფ ხოსროევს მუშაობის ვადა ეწურებოდა, რის გამოც დაინიშნა არჩევნები ახალი წევრის ასარჩევად.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 10 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ოზურგეთის თვითმმართველობის ინიციატივით ახალი საავადმყოფოს გახსნა იგეგმებოდა, ექიმებად კი ივანე თიკანაძისა და გოგავას მოწვევას აპირებდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 28 აგვისტოს ან. დავითიშვილმა სოფელი მეღვრეკისის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად დაამტკიცეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი ა. ნატროშვილი თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი ა. გძელიშვილი თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სიონის ტაძრის მღვდელი გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი არისტოტელე ქუთათელაძე თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისი გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა გამგე ბეკი უკვე დაბრუნებულიყო სიღნაღის მაზრიდან და თანამდებობა ჩაებარებინა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის მეოთხე რაიონის ბუღალტერი სიმონ თაყაიშვილი იმავე რაიონის უმცროს ზედამხედველად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნ. ელიოზიშვილი ბორჩალოს მაზრაში სარვანის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ანტონ ხუციშვილი ბორჩალოს მაზრაში შულავერის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პ. აკოფაშვილი ბორჩალოს მაზრაში ეკატერინენფელდის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ჯაგეტიანცი სომხეთის სახელმწიფო კონტროლიორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ (პარმენ) გაბრიელის ძე ჭიჭინაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლგა ჩეხოვა-კნიპერი რუსი მსახიობი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეონიდ ლეონიდოვი რუსი მსახიობი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გეორგი ვასილის ძე ჩიჩერინი რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი სტეფანე ვასილის ძე გლასეკი თანამდებობიდან გადადგა საკუთარი თხოვნით. განცხადებას ხელი მოაწერა სახალხო მზრუნველობის სამინისტროს კომისარმა ფათალი ხან ხოისკიმ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 30 დეკემბერს თბილისის კავშირგაბმულობის ინჟინერი იბრაჰიმ-ბეი გაიდაროვი დაინიშნა ბაქოს გუბერნიის კომისრად. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარემ, ევგენი გეგეჭკორმა და მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა.