რეგისტრირებული ფაქტები18883
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ წიგნი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ შეავსო განმარტებებით, ახალი არქეოლოგიური და ისტორიული ცნობებით. წიგნის შენიშვნებში მსოფლიო ისტორიული ცნობების გარდა მოტანილი იყო უცხო ტომების გავლენა საქართველოზე, ცნობები სხვადასხვა ქრონიკებიდან თუ წარწერებიდან.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვიქტორ დინგელშტეტის აზრი, რომლის მიხედვით თბილისში სამეურნეო გამოფენაზე ყველანაირ სასოფლო წარმოებას საშუალება უნდა ჰქონოდა წარედგინა საკუთარი მეურნეობის არსებული მდგომარეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით სჯა-ბაასი გაიმართა. ზოგი ფიქრობდა, რომ გამოფენაზე მხოლოდ ღვინო და სურსათი წარედგინათ. დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ გამოფენის პროგრამის შესამუშავებლად კომისია შედგენილიყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანმა წერილით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს, რომ დაგირავებული მამულების მოვლასა და მათგან შემოსავლის მიღებას თუ ბანკი ან დამფასებელი კომისია ვერ მოახერხებდა, შეიძლებოდა სპეციალური ადმინისტრაციის შექმნა, რომელსაც მამულების მოვლას მიანდობდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის განცხადება, რომ „ივერიის“ N 89-ში დაიბეჭდა სიცრუე, თითქოს მან ვინმე თათრისგან დარიალის ხეობაში 20 თუმნად შეიძინა ერთი ძველი ქვა ლურსმული წარწერით და შემდეგ გრაფ ბობრინსკისაგან ქვის სანაცვლოდ 20 000 მანეთი მოითხოვა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ იმერეთის თავადაზნაურობამ ყმებისაგან ბევრი ფული აიღო და სასარგებლო საქმისთვის არ გამოუყენებია, უფრო მეტიც, ქვეყნისთვის ზიანის გარდა არაფერი მოუტანია.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ იმერეთის თავადაზნაურობამ გადაწყვიტა ბანკის დაარსება, რასაც თავად ეწინააღმდეგებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ბანკის დასაარსებლად შეუფერებელი დრო იყო და მას ძლიერი ნიადაგი სჭირდებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ იმერეთის თავადაზნაურობამ ყმებისაგან აღებული დიდძალი თანხიდან თავიანთი შვილიშვილების მომავლისთვის გადაინახეს ფული, რომელიც თავად აკაკის სურდა ღარიბების შვილების დასახმარებლად გამოეყენებინათ, თუმცა მისი ეს სურვილი არავინ გაითვალისწინა და უსარგებლოდ გაიხარჯა თანხა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ არათუ გამოუცდელმა ხალხმა, ვაჭრებმაც კი არ იცოდნენ ფულის ჯეროვნად გამოყენება. ძუნწობით, სხვისი გაკოტრებით, მოტყუებით გამდიდრება არ ნიშნავდა, რომ მათ ფულის მოხმარება იცოდნენ. მისი აზრით, ვაჭრები უღირსად იქცეოდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ ვარაუდი გამართლდა და გამოუცდელ ხალხს ბანკიდან ფული გამოჰქონდა, მაგრამ სარგებელს ვერ ნახულობდა. თანხას საქმისთვის ვერ იყენებდნენ, რადგან არ იცოდნენ, როგორ მოეხმარათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ ბანკის დაარსებამდე იმერეთში მხოლოდ ორ მებატონეს ჰქონდა ვალი აღებული და ხალხს ეუცხოვებოდა ეს ფაქტი, ხოლო ბანკის დაარსებიდან ვალის აღება საყოველთაო მოვლენად იქცა, თუმცა ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ადამიანის ბუნება სუსტი იყო და ის საფრთხეს იშვიათად თუ ასცდებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ გამოუცდელი ხალხისთვის თამაშივით სატყუარა იყო ბანკი, რომელიც საფრთხეს შეიცავდა და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ მის დაარსებას, თუმცა რადგანაც საქმეს დასჭირდა, დათანხმდნენ ბანკის დაარსებას და ცდილობდნენ ფრთხილად ეკეთებინათ საქმე, რის გამოც ბანკის წესდების რამდენიმე მუხლი უნდა შეცვლილიყო.