რეგისტრირებული ფაქტები19333
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭაში თითო კომლს 2 ¼ დესეტინა მიწა ეკუთვნოდა, თითო სულს – ¼ , რაც არასაკმარისი იყო ადამიანს თავი ერჩინა და შემოსავალი ჰქონოდა. სწორედ ეს ყველაფერი იყო მიზეზი ადამიანების რაჭიდან გადასახლებისა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ზემო რაჭაში 900 საჟენი სამოსახლო ადგილი 100-200 მანეთი ღირდა, ონში – 500-1000 მანეთამდე, ნასახლარი – 100-220 მანეთამდე და სახნავი – 40-100 მანეთამდე. სწორედ ასეთი მაღალი ფასების გამო ხალხი მიწებს ვერ ყიდულობდა, არ ჰქონდა სარჩო საბადებელი და იძულებული ხდებოდა რაჭიდან გადასახლებულიყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭის მკვიდრები დიდ გაჭირვებაში იყვნენ უნაყოფო მიწებისა და შიმშილის გამო. რაჭაში 46 501 დესეტინა ტყე იყო და თუკი სახელმწიფო ქონებათა გამგეობა უფლებას მისცემდა ხალხს გამოეყენებინა ეს მიწები, მაშინ შრომისმოყვარე და დაუზარელი რაჭველი თავის მიწას წალკოტად აქცევდა, რის შემდეგაც აღარ მოუწევდა მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლება.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭველი ადამიანი თავშენახული, შრომისმოყვარე, ფრთხილი, დამზოგველი, გონიერად მომჭირნე და ძლიერი იყო. ძალიან დასანანი იქნებოდა ასეთი ადამიანები თუ ქვეყანას დააკლდებოდნენ და სხვაგან გადასახლდებოდნენ.

