რეგისტრირებული ფაქტები19740
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი წერდა, რომ საქართველოში ოდითგანვე აბრეშუმის ჭიის მოვლა დედაკაცების საქმე იყო. მამაკაცებს საოჯახო საქმეები: ხვნა-თესვა, საქონლის მწყემსვა, ნადირობა, მტრის მოსაგერიებლად და სალაშქროდ გასვლა და სხვ. არ აძლევდა დიდი ხნით შინ დარჩენის საშუალებას.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოება ყველაზე მეტად უნდა განიცდიდეს თავიანთი წევრების საქმეების მიმართ გულგრილობას, რადგან სწორედ ამ ორი საზოგადოების ხელშეწყობასა და კეთილდღეობაზე იყო დამოკიდებული ხალხის წარმატება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ, სოციალ-დემოკრატმა კირილე ნინიძემ აღნიშნა, რომ მას საკმარისად არ მიაჩნია სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტის უსაფუძვლო სტატისტიკური ციფრები და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას პროპაგანდისტული სოციალისტური მაგალითები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა მისწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ საბჭოთა რუსეთი განციფრებით გაეცნო იმ არგუმენტს, რომლითაც საქართველოს მთავრობამ გაამართლა თავისი უარი, მონაწილეობა მიეღო გენერალ დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა ვასილ ბარნოვის თხზულებათა გამოცემას, I ტომი გამოვიდოდა თებერვლის ბოლოს, მასში მოთავსებული იყო მოთხრობები: „ალუჩა“, „ყვავილებში“, „მეჩვენა“, „თებერას დანიშნული“, „ისნის ცისკარი“.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა საზოგადოების წევრები თუკი დაესწრებოდნენ წლიურ კრებას, ერთობლივი ძალებით შეძლებდნენ საქმის წინ წაწევას, გაძლიერებას, სხვა არააქტიური წევრები დაინახავდნენ ამ ყველაფერს და მოინდომებდნენ გააქტიურებას. ეს თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ საზოგადოების საქმე წარმატებულად ვერ წარიმართებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის დაიწერა საგლეხო მმართველობის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი გუბერნიებისთვის თარგმნა, რათა გუბერნატორის თავმჯდომარეობით შედგენილ კომისიას განეხილა, თუ რამდენად მისაღები იყო თბილისის გუბერნიებისათვის ცვლილებები.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გლეხების მმართველობის ზედამხედველები ექვემდებარებოდნენ მხოლოდ გუბერნატორს და გლეხების საგუბერნიო გამგეობას, რაც ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით შეიცვალა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიების გლეხების მმართველობის ზედამხედველების სამართავად შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით, ისინი დაექვემდებარებოდნენ ორ ინსტანციას: „გლეხთა მმართველობის სამაზრო ზედამხედველობას“ და „საგუბერნიო მოხელეობას“.

