რეგისტრირებული ფაქტები2208
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1876
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ტარას ვაშაკიძე დაიბადა 1876 წლის 7 ივნისს ქუთაისის გუბერნიის სოფელ გუბში.
1870
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე გედევანიშვილი დაიბადა 1870 წლის 16 თებერვალს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ახაშენში.
1865
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დავით ართმელაძე დაიბადა 1865 წლის პირველ თებერვალს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ქვიანში.
1870
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წლის 6 მაისს გორის მაზრის სოფელ სასირეთში.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის თებერვალში დააპატიმრეს ახალგაზრდა მუშა დავითაშვილი და თბილისის ჩეკაში ისე სცემეს, თავი გაუტეხეს, ყურის აპკი გაუგლიჯეს და ნახევრად გონდაკარგული გაგზავნეს სოლოვკაში.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ანდრია ბენაშვილი 1868 წლის 23 მარტს დაიბადა თბილისის გუბერნიის დაბა ყვარელში.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი არჯევანიძე 1863 წლის 24 იანვარს დაიბადა თბილისის გუბერნიის ქალაქ სიღნაღში.
2026
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „ჩეკა და პოლიტიკური სამმართველო“ მიხედვით, ანეტა ვიბორგინი იყო ძველი კატორღელის, ნიკოლოზ ვიბორგინის შვილი.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ღარიბი გლეხის შვილი, დედ-მამით ობოლი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „საქართველოს ვითარება“ (ჩვენი კორესპონდენტის ცნობა საქართველოდან) ცნობით, ამ წლის დამდეგიდან მასობრივად იჭერდნენ ახალგაზრდებს გურიაში, ჭიათურაში, სამტრედიაში, ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში, და ცეკასა და ციხეში განსაკუთრებით აწამებდნენ ახალგაზრდებს, ერთი მათგანი, კიკვაძე ცემისგან ჭკუაზე შეიშალა და საავადმყოფოში იყო.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძე დაიბადა სოფ. გუნდაეთში (შორაპნის მაზრა).
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, ამბროსი იყო დოსიფე გაჩეჩილაძის ძმა.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, იუსტინე (ნიკო) შარაშიძე ჭიათურის დაცემისას მტერთან შეტაკების დროს ბოლშევიკებს ჩაუვარდა ტყვედ, რადგან ბოლო წუთამდე იბრძოდა და თავისი სიმამაცის მსხვერპლი გახდა.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის იანვარში იუსტინე (ნიკო) შარაშიძე მეტეხის ციხიდან გამოვიდა და მაშინვე დაიწყო მუშაობა ჯერ თბილისში, მერე – ჭიათურაში, სადაც აჯანყების დროს ახალგაზრდების მებრძოლი რაზმის მეთაური იყო და მონაწილეობდა გამოსვლებში.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ღარიბი გლეხის შვილი, დედ-მამით ობოლი.

