საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1910

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მეორედ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდებით დააპატიმრეს და გამოძიების დასრულებამდე მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდება დაუმტკიცეს და 2 წლით დუშეთის ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს ქალაქის აღმასრულებელ-დამფასებელი კომისიის წევრის, ნ. ზ. თუმანოვის საქმე (აღძრული სიყალბისთვის) გადაეცა მეორე განყოფილების გამომძიებელს, რომელმაც რამდენიმე მოწმეს ჩვენება ჩამოართვა.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, გლახა აბაშვილი ქურდი იყო.

1853

ტიპი: ნასამართლეობა

1853 წლის 24 მარტს სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის ივნისში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯავახოვმა დედამისი დანაშაულის ჩადენაში წამქეზებლად დაასახელა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 31 მაისს ივანე გომართელი ჟურნალ „ალიონში“ გამოქვეყნებული წერილის „როგორ შექმნა ადამიანმა ღმერთი“ გამო ერთი წლით დააპატიმრეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 24 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს განყოფილებამ განიხილა საქმე გრაკლის სადგურის კონდუქტორ პეტრე იუდინისა, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დაუდევრად შესრულება.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს თბილისის სახაზინო პალატის გადაწყვეტილებით მოქალაქე ჯალალოვმა, რომელმაც ააშენა საავადმყოფო გადამდებ სენიანთათვის, მესამე რიგის მოწმობა აიღო მეორე რიგის მოწმობის ნაცვლად. კანონდარღვევისათვის მას 150 მანეთის გადახდა დაეკისრა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატა იხილავდა ქურდობაში ბრალდებულ მიხეილ ელერჯიას საქმეს.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, პავლე პაპალოვს საზოგადოებრივი ქონების მითვისებაში ედებოდა ბრალი.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 3 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა ივანეს მიხეილის ძე შენიკოვის საქმე, რომელსაც ცოლის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 26 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელზეც ნინა სვიმონოვისას ვერის განაპირა უბანში მდებარე მიწისა და გზის თაობაზე ედავებოდნენ.

1854

ტიპი: ნასამართლეობა

1854 წელს ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი მემამულე მირონ ამიროვმა დაატუსაღებინა.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს საოლქო სასამართლომ დაადგინა, თედო ნიკუჭაძეს მკვლელობისთვის ზოგიერთი უფლებამოსილება ჩამორთმეოდა და წლინახევრით პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნეს.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯავახოვი დააპატიმრეს.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოფიცერი ალფრედ დრეიფუსი გაასამართლეს. მას ბრალს ქვეყნის ღალატსა და ჯაშუშობაში სდებდნენ.

1951

ტიპი: ნასამართლეობა

1951 წელს სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წელს ქემირ-ისკანდერ-რამაზან-ოღლიმ ყაზახეთის ერთ-ერთი მაზრის მკვიდრს 4000 მანეთი წაართვა.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ესტატე მჭედლიძის მკვლელობაში ბრალდებული იყო ქელბაქიანი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის მარტში როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი ბოლშევიკებმა სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის პირველ მაისს თედო გოჩაშვილმა გველეთელი ქისტი ლაზიკოვი თოფით მოკლა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ თბილისში მეოთხე რაიონის კომისარმა და მისმა თანაშემწემ ქურდების დაჯგუფების წევრები: მამადი ჯაფარა მამედ-ოღლი, მირჰუსეინ მირ მამედ-ოღლი, ასამ მამედ-ოღლი, მამედ ალი ალაჰკარ-ოღლი, მამედ მახმუდ-ოღლი, ჰუსეინ აბას-ოღლი, აბას კული ალაჰკერ-ოღლი, აბასა კაფარ-ოღლი, სისაკ ჩაჩიანცი, სოინა ალი-ოღლი და ერვანდ ბაღიროვი დააპატიმრეს და პირველ საგუბერნიო ციხეში მოათავსეს.