საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19723

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების ცუდი საქმიანობის შესახებ. ავტორი მოქალაქეობრივ ვალდებულებად მიიჩნევდა კიდევ ერთი გვერდის დამატებას საბინაო კომისიის შემოქმედებით მატიანეში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, კავკასიის ხალხები მხოლოდ გაერთიანების, ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობების გზით მოახერხებდნენ თავიანთი დამოუკიდებლობის, ნაციონალური ერთიანობისა და კულტურის დაცვას რუსეთისაგან და სხვა დიდი იმპერიებისგან, ასევე უცხოელთა მხრიდან პოლიტიკური ჩაგვრისა და ეკონომიკური ექსპლუატაციისგან თავის არიდებას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. ავტორის აზრით, იდეა – კავკასია კავკასიელებისათვის, ყველა ამ რეგიონის ხალხის მიერ იქნებოდა შეთვისებული და დროსთან ერთად განხორციელებული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. ავტორის აზრით, ლიგა უპირობო მხარდაჭერას მიიღებდა როგორც კავკასიის ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისგან, ასევე მოსახლეობის ფართო მასებისგან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ლიგა აპირებდა მეგობრული ურთიერთობების დამყარებას მეზობელ, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან: აზერბაიჯანთან, საქართველოსა და სომხეთთან. საბოლოო მიზანი კი შეიძლება გამხდარიყო ფედერაციულ ან კონფედერაციულ საწყისებზე დაფუძნებული ერთიანი დამოუკიდებელი კავკასიის შექმნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ლოზუნგით „ერთიანობა, დამოუკიდებლობა და პროგრესი“ უნდა ეხელმძღვანელა ყველა შეგნებულ, ეროვნულად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობის მოსურნე მთიელს, ვინც ამაყობდა თავისი სამშობლოთი და თავისი წინაპრებივით თავდავიწყებით უყვარდა იგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. ავტორის აზრით, კავკასიის ხალხთა ერთიანობისა და პროგრესისათვის ბრძოლის სიმძიმეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური სიახლოვე სამხრეთ-კავკასიელ მეზობლებთან - საქართველოსთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „ქართველები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ გიორგი იოსელიანის სიტყვა ქართული ენის პროპაგანდის შესახებ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „ზაქათალას მაზრიდან“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „მოგზაურობა საინგილოში“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „მოგზაურობა საინგილოში“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ზუბალოვის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „ზაქათალას მაზრიდან“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „მოგზაურობა საინგილოში“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ საღვთო კანონების სწავლების თაობაზე ივანე როსტომაშვილის სიტყვა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 4 ნოემბრის „დროებაში“ ივანე თაიროვის განცხადება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის „როს ჩვენ ერთმანეთს ვეთხოვებოდით“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროებაში“ კონსტანტინე მესხის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 ნოემბრის „დროებაში“ დავით წერეთლის სტატია „მაჭახელა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა ბერიძის წერილი „სატერმინოლოგიო დიკტატურა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სიმონ ქვარიანის წერილი „სიძვირე და მასთან ბრძოლა“.