საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19333

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ახალციხის რამდენიმე სოფლის საყდარში სანთელი არ იყიდებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ დაიბეჭდა იოსებ ივანეს ძე რატილის მიერ ნოტებზე გადაღებული ქართველ მომღერალთა დასის შესრულებული „ალილოს“ პირველი რვეული.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ვახტანგ კოტეტიშვილმა წაიკითხა რეფერატი „საზოგადოებრივი ჰანგები მე-18 და მე-19 საუკუნეების ქართულ მწერლობაში“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე სულხანოვის წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც ის გულისწყრომას გამოთქვამდა, რადგან ფოსტაში ქართულად ხელი არ მოაწერინეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა ვლადიმერ ინანაშვილის წერილი რედაქტორისადმი ღვინის გაკეთების ტექნოლოგიის შესახებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონი „მეველე“ დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) სარედაქტორო წერილში ავტორი გულისტკივილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ თბილისთან ახლომდებარე, შეძლებულ სოფელ დიღომში ერთი სკოლაც არ იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამოცემული „ცნობის ფურცლის“ ფასი 3 კაპიკი იყო. გაზეთის გამოწერა 1 წლით 6 მანეთი ღირდა, 1 თვით კი — 60 კაპიკი.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დონ იაგოს ფსევდონიმით გამოქვეყნდა იაკობ მანსვეტაშვილის ფელეტონი საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, მომხდარი მიწისძვრის შესახებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი:ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ თბილისში პურის დეფიციტი იყო, რამაც პროდუქტზე ფასების ზრდა გამოიწვია.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი:ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ თბილისის მაზრის საგურამოს სამამასახლისოს პატარა სოფელში უცნობი დაავადება გაჩნდა, რომელსაც 13 კაცი ემსხვერპლა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის აგვისტოში მკითხველთა თხოვნით მეორედ გამოიცა ალექსანდრე ნათაძის მიერ შედგენილი საყმაწვილო წიგნი „ბავშვების მოკეთე“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ი. ფონ-ბრენერმა შეადგინა სახელმძღვანელო „კომერციული არითმეტიკა“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 10 მარტს გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ბლაღოჩინ ერმოლაოზ კანდელაკის მიერ წარმოთქმული სიტყვა იმავე წლის ოქტომბერში თავართქილაძის სტამბამ წიგნაკად გამოსცა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 24 თებერვლის გაზეთი „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ინფორმაციით, იანვრის თვეში გორში 69 ეგზემპლარი „ივერია“, 87 - „კავკაზი“, 9 - „ნოვოე ობოზრენიე“,2 - „ტფილისის ლისტი“, 1 - „კავკაზსკოე ობოზრენიე“, 7 - „მშაკი“, 2 - „არძაგანკი“, 8 - „ნორდარი“, 3 - „ახბიური“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 22 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გერმანული გაზეთის, „National Zeitung“-ის ცნობით, იტალია, ავსტრია, უნგრეთი და გერმანია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე შეთანხმდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 22 თებერვლის გაზეთში „ივერია“ ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „კურდღელი“ დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 22 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში სკოლა არ იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 22 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გურიაში თავადაზნაურთა 887 ოჯახიდან 27 ქალს ქუთაისის საქალებო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, 14 - ოზურგეთის საქალებო, 7 - სასოფლო სკოლა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 22 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გურიაში თავადაზნაურთა 887 ოჯახიდან წერა-კითხვის მცოდნე მამრობითი სქესის 1670 წარმომადგენელი იყო, ხოლო 1214 - მდედრობითი. საუნივერსიტეტო განათლება 15 მამაკაცს ჰქონდა მიღებული.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 22 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ გურიაში თავად-აზნაურთა 887 ოჯახიდან მამრობითი სქესის იყო 2687, ხოლო მდედრობითი − 2355.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 22 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ 23 თებერვალს დანიშნულ ხმოსანთა კრებაზე 10 საკითხი განიხილებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ხონში მოქმედი ორი საქალებო სკოლიდან, იულონ შარაშენიძის დაარსებული სასწავლებელი გაუქმდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) სატრანსპორტო განრიგის მიხედვით, სტამბოლსა და ბათუმს შორის სამგზავრო გემი დადიოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ „ნოვოე ვრემიას“ ინფორმაციით, საქართველოს ეგზარქოსი პავლეს გადაწყვეტილებით, თბილისის 11 ეკლესიაში სარწმუნოებასა და ზბნეობაზე საუბარი ქართულ, რუსულ, ბერძნულ და თათრულ ენებზე უნდა დაეწყოთ.