რეგისტრირებული ფაქტები19333
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 მარტიდან, კავკასიაში პოლონეთის სამხარეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, სავალდებულო კანონით ამიერკავკასიაში მცხოვრები პოლონელები და მის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრები პოლონეთის მოქალაქეები 1918 წლის 2 მაისამდე გათავისუფლდნენ ჯარში გაწვევისგან. განცხადებას ხელს აწერენ მინისტრი ნოე რამიშვილი და ამიერკავკასიის ვიცე-დირექტორი გრიგოლ მენდელეევი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 აპრილს გამოიცა ამიერკავკასიის თავმჯდომარის ბრძანება, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ყველანაირი ტერიტორიისა თუ საცხოვრებელი ფართის ფლობა, განკარგვა, მითვისება თბილისის თვითმმართველობასთან შეთანხმების გარეშე. განცხადებას ხელს აწერდნენ: ამიერკავკასიის სახელმწიფო და სამხედრო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და საქმეთა მმართველი სერგო სირინი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 მარტს ამიერკავკასიის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მ. გაჯინსკის განცხადების თანახმად დაინიშნა საწარმოთა საგანგებო თათბირი. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ყველა საწარმოს ამიერკავკასიის მთავრობის ეკონომიკური საბჭოსთვის გადაცემის საკითხი.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №10-ში დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის ეტიუდი „მხრები ავიჩეჩე!“, შიო მღვიმელის „მუხა“, ივანე მაჭავარიანის ნათარგმნი „გლეხკაცის ისტორია“, ივანე ბუქურაულის შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“, ილიას „განდეგილი“, კიტა აბაშიძის „კრიტიკული ეტიუდი“, თედო სახოკიას „პროვინციის ცხოვრება“ და ა. შ.

