რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძე, რომელმაც აღნიშნა მეცხვარეობა-მესაქონლეობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და განაცხადა, რომ დარგი მთავრობისთვის ზრუნვის და ყურადღების საგანი გახდებოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ნადია თარხნიშვილისას, რომ 2 500 მანეთი, რომელიც შმილკევიჩის ქალმა შათირ ნაცვლიშვილის ხელით გამოუგზავნა, ნაცვლიშვილის დაპატიმრების გამო თანხა კონსულს აქვს და ელის განკარგულებას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობაში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი იუწყებოდა, რომ ციხეში ისხედნენ: ვლად. გაბაშვილი და ელ. სუხომლინოვა, მიხეილ ვარ. წერეთელი, კ. ციციშვილი, ნოდარ ჯანდიერი და თაფლო მენაბდე ერთი და იმავე საქმეზე, ხოლო კაცია (პავლე) მაჭავარიანს, რომელიც კომუნისტებში ჩაეწერა, ქურდობა ბრალდებოდა.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Обозръние“-ში დაიბეჭდა მხატვარ ფილიპოვიჩის წერილი, იმის შესახებ, რომ „ვეფხისტყაოსნიდან“ ცხოველის სურათების დადგმა კანდელაკისა და თამაზოვისთვის სულაც არ სურდა და მათ მხატვრის სახელი აფიშებში დაუკითხავად და შეუთანხმებლად დაბეჭდეს.

