საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 22 დეკემბერს თბილისის მაზრის უფროსმა ლევან ჯანდიერმა სოფელ საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კახეთში ვაზი კარგად ხარობდა, მაგრამ მოსახლეობამ ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება არ იცოდა, რის გამოც კახური ღვინო ბუნებრივ ღირსებას კარგავდა და იაფად იყიდებოდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორისგან თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერს დაკისრებული ჰქონდა საზოგადო ზვრების გაშენების საკითხი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი მიქელაძემ მანეთი გაიღო ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ფელდშერი ს. ს. არეშევა პაციენტებს სთავაზობდა მომსახურებას (გადახვევებს, კანქვეშა აცრებს და ა. შ.).

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. სტატიის თანახმად, გაზეთმა „ბრძოლა“ ალექსანდრე შერვაშიძე საქართველოს უპირველეს მტრად გამოიყვანა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ფელდშერი ს. ს. არეშევა პაციენტებს მიიღებდა ტატიანას ქუჩა N 7-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრისგაზეთის „Грузия“ ცნობით, ნ. ვ. აბრაამიანის საბუღალტრო კურსებზე (თბილისში, ნიკოლოზის ქ. N22-ში) სწავლა სექტემბრიდან იწყებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებული ბუღალტერიის 4-თვიანი კურსები აბრაამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდებოდა თბილისში, მიხეილის პროსპექტის N132-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებული ბუღალტერიის კურსები, რომელსაც ნ. ვ. აბრაამიანი გაუძღვებოდა, ჩატარდებოდა თბილისში, ნიკოლოზის ქუჩა N22-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებულ ბუღალტერიის კურსებზე, რომელსაც ნ. ვ. აბრაამიანი გაუძღვებოდა, სწავლა 18 სექტემბერს დაიწყებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ჯგუფს ნიკოლაი ნიკოლაევისთვის კონსერვატორიაში თანამდებობის დაკავება უთხოვია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მ. ფ. ფეფედოვის ხარჯებით ორგანიზებული კვარტეტი აქტიურად ემზადებოდა პირველი საკვარტეტო საღამოსთვის, რომელიც ჩაიკოვსკის ხსოვნას მიეძღვნებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მ. ფეფედოვის ფულადი დახმარებით თბილისში მუსიკალური კვარტეტი ჩამოყალიბებულა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისში პეტროგრადიდან უნდა ჩამოსულიყო ცნობილი მხატვარი ალექსანდრე ბენუა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მხატვარი ალექსანდრე ბენუა, რომელიც პეტროგრადიდან თბილისს მოემგზავრებოდა, იქ ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინთან აპირებდა გაჩერებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის დირექტორ ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინს შეუთავაზებია ნიკოლაი ნიკოლაევისთვის პროფესორის ადგილი თავის დაწესებულებაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ფეფედოვის ხარჯებით ორგანიზებულ კვარტეტში შედიოდნენ პროფესორები: ვიქტორ რობერტის ძე ვილშაუ, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მინიარი, თ. ს. კაცი და სემიგლაზოვი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გამოვიდა და სამეურნეო საზოგადოებაში და ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვთან იყიდებოდა არჩილ დარეჯანაშვილის „ხეხილების დარგვა და მისი მოვლა“ თან დართული 15 სურათით.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 27 მაისს ხელმწიფე იმპერატორს წარუდგა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 იანვრის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კაპიტანი ვაჩნაძე კავკასიის გრენადერთა ბრიგადის მერვე ბატარეის უფროსად დაინიშნა და პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 იანვრის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო ხაზინის მოხელე ხარლამპი (იგივე ვარლამ) გოგნაძე ონის სამაზრო ხაზინის ბუღალტრის თანაშემწედ დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში უნდა გამართულიყო „ტანჰეიზერის“ პრემიერა, რომლის ახალი დადგმა ეკუთვნოდა ვოლტერ ლევიცკის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიღებდნენ ამალია ვოლ-ლევიცკაია, გ. ა. შვამბერგი, მ. მ. ვიშემირსკაია, მარია გედევანოვა და ვ. ს. ვლადინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კანშინი, მოლჩანოვი, ვრონსკი და ნიკოლსკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ საბინინი, კურბატოვი და ორლოვი.