საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19698

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ალხაზიშვილის წიგნი „ბუნება და ცხოვრება“ სამკითხველოებისთვის, სასწავლებლებისთვის, მღვდლებისთვისა და მასწავლებლებისთვის სამი აბაზის მაგივრად ცხრა შაურად უნდა გაეგზავნათ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. გალუსტოვმა პიესა „საშინელი შურისძიება“ თარგმნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გაზეთ „კავკაზის“ 284-ე ნომერში დაიბეჭდა პავლე იზაშვილის წერილი ქართველი კათოლიკეების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ილია აბრამიშვილის ლექსი, რომელიც თბილისში მდებარე სასტუმროს „იუჟნი ნომრებს“ ეძღვნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, რომ სამი თვე იყო, რაც ქართული ხორო არსებობდა. ეს არავისთის უთქვამთ, თუმცა თითქმის მთელმა ქალაქმა იცოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, რომ მხოლოდ ქართული დრამატული საზოგადოების რამდენიმე წევრმა იცოდა ქართული ხოროს არსებობის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, როცა ქართულმა დრამატულმა დასმა გამოაცხადა, რომ მათ კონცერტში მონაწილეობას იღებდა ქართული ხორო ძალიან გაუკვირდა, რადგან კონცერტში მონაწილეობდნენ არა ხოროს წევრები, არამედ ქართული სიმღერების მოყვარულთა ჯგუფი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი საჭიროდ თვლიდა გამოეცხადებინა, რომ თბილისში შეიქმნა ერთადერთი ქართული ხორო და სხვა არ არსებობდა, არავის შეშლოდა ქართული სიმღერების მოყვარულ ჯგუფში ხოროს წევრები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის მოთხრობის „გმირისეული ქალის“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა ახალი დრამა „ცხოველი სურათები“ დაწერა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ლექსი „ლოცვა“ დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი თბილისში რუსული საიმპერატორო საზოგადოების კრებაზე კავკასიის ზოოლოგიის შესახებ ცნობებს განიხილავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველ თებერვალს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ გენერალ დავით ართმელაძეს მისწერა, რომ სოჭის ოლქში აჯანყებული გლეხების წინააღმდეგ ნეიტრალიტეტი დაეცვათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე მელიტონ რუსიამ ონის ქალაქისთავ ბიჭაშვილისგან მიიღო შეტყობინება ქალაქში შიმშილობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილის“ საიუბილეო (30) ნომერი, რომელშიც მოთავსებული იყო შიო მღვიმელის, ეკატერინე გაბაშვილის, დავით კასრაძის, დუტუ მეგრელის, ანასტასია წერეთლის, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის, ივანე გომართელის, ალექსანდრე ფაღავას, ივანე თინიკაძის და სხვათა მოთხრობები და ლექსები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ვანო კალანდაძე წერდა, რომ 29 იანვარს ბათუმიდან მატარებლით მგზავრობის დროს სოფ. ნატანებში საბაჟოზე მგზავრებსა და მებაჟეებს შორის ინციდენტი მოხდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში ვანო კალანდაძე 29 იანვარს სოფ. ნატანებში, საბაჟოზე. მომხდარი ინციდენტის გამო იქაურ მოხელეთა თავგასულობის აღკვეთას მოითხოვდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „ხინჩლას გალაშქრება ქისტებზე“ დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელ იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი შეადგენდა 4 388 370 მანეთსა და 40 კაპიკს. ბალანსს ხელს აწერენ: დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი და ო. სვანიძე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძის ფელეტონის „სამკურნალო მეცნიერების“ I ნაწილი დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების კრებაზე ზაგურსკიმ განაცხადა, რომ გარდაცვლილი ფრიდრიხ სამუელის ძე ბაიერნი მხნე და გამრჯე მეცნიერი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების კრებაზე ზაგურსკიმ განაცხადა, რომ გარდაცვლილმა ფრიდრიხ სამუელის ძე ბაიერნმა თავის სიცოცხლეში ძვირფასი არქეოლოგიური კოლექცია შეაგროვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების კრებაზე ზაგურსკიმ განაცხადა, რომ გარდაცვლილი ფრიდრიხ სამუელის ძე ბაიერნი თავგანწირული იკვლევდა ძველ სასაფლაოებს მცხეთის ახლო ტერიტორიაზე, სამთავროს სასაფლაოზე, რედკინის ლაგერთან და ბევრ სხვა ადგილას კავკასიაში.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ დაიბეჭდა ივანე როსტომაშვილის მიერ თარგმნილი სამუელ სმაილსის „თვითგანვითარება“. გამომცემელი იყო ზაქარია ჭიჭინაძე.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ლაიფციგში დაიბეჭდა და გამოიცა არტურ ლაისტის მიერ შედგენილი ქართველი პოეტების კრებული (Georgische Dichter). კრებულის პირველი ნომერი ა. ნებიერიძის რედაქტორობით გამოვიდა.