საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1059

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სტატუსი

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხენა სანაპიროზე, ყოფილ მუხრანის ვენახში, გამართულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. ბაზალეთის თემიდან ამ სიაში იყვნენ: ნიკა ცქიმანური, ლადო, სანდრო, გრიგოლ, იოსებ, ლექსო, პავლე ლალიაშვილები, გაბო, ილო, ლექსო ვერძეულები, ვერა, მაშო, კატო ნათელაშვილები. 

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. მაზრის ორგანიზაციიის აქტიური და დამხმარე ამხანაგები ქ. დუშეთიდან გაბო მწითური, ვანო პავლიაშვილი დაა ბაბელა ქასაშვილი იყვნენ.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. ამ სიაში დროებითი მომუშავეები დათიკო ხუბულური და ბუხაშვილიც იყვნენ.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვზე აიყვანა. მაზრის პარტორგანიზაციის ცენტრის შემადგენელობაში თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე და გიორგი ლაფანაშვილი იყვნენ.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ ანჯაფარიძეს 1913 წლის 14 იანვრის N3 უმაღლესი ბრძანებით (მართლმ. სარწმ. უწყ.) გადაეცა ნადვორნი სოვეტნიკის ხარისხი უფროსობით 1912 წლის 1-ლი აპრილიდან. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ ანჯაფარიძეს უმაღლესი ბრძანებით გადაეცა კოლეჟსკი ასესსორის ხარისხი. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

1914

ტიპი: სტატუსი

1914 წლის 3 ივლისს იან კარლოსის ძე გვიაზდოვსკის საშუალო სკოლის გერმანული ენის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1911

ტიპი: სტატუსი

1911 წელს ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძემ მთავარი მასწავლებლის წოდება მიიღო.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა და ყარაბაღის გენერალ-გუბერნატორმა ხოსროვ-ბეკ სულთანოვმა სრული კეთილგანწყობა გამოხატა თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩრდილოკავკასიელთა მიმართ და განაცხადა, რომ მათი თავისუფლების ხელყოფა უკვე ჩამოყალიბებულ, დემოკრატიული აზერბაიჯანსაც უქმნიდა საფრთხეს.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის პირველი სექტემბრიდან ივანე გარსიაშვილს თელავის ვაჟთა გიმნაზიის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 24 მარტს ივლიანე გვადის ძე გაბუნიას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ კერძო სამკურნალო დაწესებულების სახელით ექიმი ა. დ. ალექსიძე აქვეყნებს განცხადებას, რომ ავადმყოფებს ყოველდღე იღებენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 1-ლ დეკემბერს ექიმმა ვახტანგ მუსხელიშვილმა პაციენტების მიღების საათებზე (12-2 სთ.) განცხადება გააკეთა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 27 თებერვალს ბოლშევიკური პარტიის თბილისის ორგანიზაციამ დუშეთის მაზრაში გაგზავა პარტსამუშაოდ გიორგი ლაფანაშილი

1920

ტიპი: სტატუსი

ალექსანდრე დარჯანია 1920 წელს სამხედრო ტყვე იყო გერმანიაში.

1920

ტიპი: სტატუსი

კოტე ბაიაშვილი 1920 წელს სამხედრო ტყვე იყო გერმანიაში.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 1-ელი ივნისიდან ხონის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ამბროსი ივლიანეს ძე ბახტაძეს საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

ტიპი: სტატუსი

4 ივნისი 1918 წელი მოწმობა მოწმობა გაცემულია წითელი გვარდიის მთავარი შტაბის მდივან ვ.ა ჟღენტზე , იმიტომ, რომ ჟღენტი ნამდვილად არის უფლებამოსილი წითელი გვარდიის მთავარი შტაბის მიერ მიიღოს დარჩენილი თანხა ასიგნირებული მთავრობის მიერ 500 000 რუბლი, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში.

1964

ტიპი: სტატუსი

1964 წელს ქრისტინე შარაშიძე პენსიაზე გავიდა. საბუთს ხელი მოაწერა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა, ელენე მეტრეველმა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წელს წითელგვარდიელი გიორგი ათაბეკოვი ნაძალადევის რაიონში მსახურობდა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წელს წითელგვარდიელი იგორ ბზიშვილი ნაძალადევის რაიონში მსახურობდა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წელს წითელგვარდიელი ვასილი მონასელიძე ნაძალადევის რაიონში მსახურობდა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წელს წითელგვარდიელი ალექსანდრე უნგელაშვილი ნაძალადევის რაიონში მსახურობდა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წელს წითელგვარდიელი დავით ძულიაშვილი ნაძალადევის რაიონში მსახურობდა.