რეგისტრირებული ფაქტები2015
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1975
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1975 წლის იანვარში მიხეილ კვალიაშვილი ტვინის შერყევის დიაგნოზით პოზნანის საავადმყოფოში იწვა.
1976
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1976 წელს მიხეილ კვალიაშვილის ქალიშვილი მანანა ოჯახთან ერთად ვარშავაში ცხოვრობდა.
1972
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში, ციცი ბუქურაული გაიცნო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ყარაიაზის საცდელი მინდვრების მმართველი ნ. პ. ტარატინოვი დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მთავრობის მიერ საუკეთესო ბამბის მოყვანის შესასწავლად იყო გაგზავნილი.
1971
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1971 წელს იუნკრები გიორგი მრელაშვილი, ვიტალი უგრეხელიძე და ზაქარია ცერცვაძე ინგლისში ცხოვრობდნენ.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს 28 დეკემბერს ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.
1947
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1947 წელს თამარ ქაიხოსროს ასული ჩოლოყაშვილი დედასთან, ნინო მეღვინეთუხუცესთან, ერთად გადასახლებიდან გაათავისუფლეს.
1969
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1969 წელს თევდორე წითლანაძე გდინიაში, სტაროვოისკას ქ. №8/12-ში, ცხოვრობდა.
1969
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1969 წელს ილარიონ ლობჟანიძე კოლობჟეგში, კათედრალის ქუჩა №1-ის II შესახვევში, ცხოვრობდა.
1971
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1971 წელს პოზნანში მიხეილ კვალიაშვილის პენსია ხელფასიანად თვეში 2300+575 ზლოტი იყო, ამას ემატებოდა ვირტუტი მილიტარის ორდენის 500 ზლოტი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა მინდობილი ფულიდან 1000 მანეთი ბოტანიკური ბაღის სანერგის გასაკეთებლად და გასაუმჯობესებლად გამოყო.
1965
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1965 წელს ჯერზი შტეფან სტავინსკი მეუღლესთან, ელენე ამირეჯიბთან ერთად ვარშავაში ცხოვრობდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს თბილისის საყასბოების შეკეთების საქმე საჯარო ვაჭრობით დარჩა ჩიჯავაძეს, რომელმაც ყველაზე ნაკლები ფასი – 3250 მანეთი მოითხოვა.
1965
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1965 წელს პლატონ თაყაიშვილს პოზნანში ინვალიდობის პენსია ჰქონდა დანიშნული.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს თბილისიდან ერევანში დაბრუნდა ერევნის გუბერნატორი ტიზენჰაუზენი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა კავკასიის სამხედრო შტაბის სამობილიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტი აფანასიევი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ქალაქის ინჟინერი ენფიჯიანცი იკვლევდა ავჭალის ახლომდებარე ახალ წყაროებს, რათა გაეგო, რა რაოდენობის წყლის მომატება შეიძლებოდა ავჭალის წყლის მილისთვის.
1957
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1957 წელს 15 წლის ნინო მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-10 კლასში სწავლობდა.
1957
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1957 წელს 14 წლის მაიკო მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-8 კლასში ფრიადებზე სწავლობდა.
1957
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1957 წელს 12 წლის მანანა მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-6 კლასში ფრიადებზე სწავლობდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ანა საძაგლიშვილი კირიონ მეორის ბიძაშვილის შვილი იყო.

