რეგისტრირებული ფაქტები33279
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 ივნისს ილია ჭავჭავაძემ შეთანხმება გააფორმა იაგორ გურგენიძესთან საგურამო-წიწამურის მამულების გაყოფაზე და მისი დამტკიცების თხოვნით თბილისის საოლქო სასამართლო პალატას მიმართა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ გიორგი ჟურულს მისწერა, რომ 1905 წელს შედგენილ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამას 1906 წლის მარტამდე ამუშავებდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შედგენილი ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის ერთი ეგზემპლარი რესპუბლიკური საჯარო ბიბლიოთეკის რარიტეტში ინახებოდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს საურთიერთო დაზღვევის საზოგადოებამ ფინანსთა სამინისტროში თბილისის თვითმმართველობისთვის სათავდებო თანხის 50 000-დან 100 000 მანეთამდე გაზრდის მოთხოვნა გაგზავნა. 1896 წლის დეკემბერში დაზღვევის საზოგადოების მმართველობის წევრი მარკოზოვი სათავდებო თანხის მოთხოვნის გაზრდის თხოვნაზე პასუხის დასაჩქარებლად პეტერბურგში გაემგზავრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში მღვდელმა გრიგოლ წიკლაურმა სამეურნეო საზოგადოებას თავისი მრევლისთვის ვენახის შესაწამლად ვერმორელის მანქანების, შაბიამნისა და გოგირდის გაგზავნა სთხოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში ფოთის მოსახლეობა ელოდა, რომ ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე დროულად მოაგროვებდა თანხას ნავსადგურის შესაკეთებლად, რადგან გემები სანაპიროს ვერ უდგებოდნენ და მოსახლეობის ნაწილი უმუშევარი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 მაისს თბილისიდან ბათუმისკენ რკინიგზით სარევიზიოდ წავიდა რკინიგზის მიმოსვლის უფროსი გამგებელი ეისმანი. გზის რევიზია რამდენიმე დღე გაგრძელდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი 3. 60 მანეთად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 8 მაისს თავააზნაურთა წლიურ კრებაზე ვასილ ალექსანდრეს ძე სულხანიშვილმა, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა, გრიგოლ დავითის ძე ლოლაძემ, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილმა, გიორგი გივის ძე ციციშვილმა და ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაშვილმა თავად-აზნაურთა დამფასებელი წევრობის კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან რაჟდენ თომას ძე ხუნდაძის შედგენილი „ტიპიკონი“ მანეთად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელმა ნ. ლეონიძემ მლეთის სამრევლო სკოლის ოცამდე შეგირდი თავისი ხარჯით შემოსა ერთნაირი ტანსაცმლით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამრევლო და მართლმადიდებლური სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, მამა ლეონიდი სკოლებისა და ეკლესიების დასათვალიერებლად კავკავში მიემგზავრებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ვეზირიშვილმა ქართულად თარგმნა „ფრანსილიონი“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 8 მაისს მიტროპოლიტმა პალადიმ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის მეუღლის, ნადეჟდას სულის მოსახსენიებლად წლის წირვა და პანაშვიდი გადაიხადა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა ლეონიდემ სოფ. სნოს მოსახლეობა სოფელში სამრევლო სკოლის გამართვაზე დაითანხმა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი „გეომეტრია“ 40 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან აკაკი წერეთლის „სამგვარი სიყვარული“ 30 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას „საქართველოს კალენდარი“ 45 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ტრუბეცკოიმ საქართველოს სასულიერო მუზეუმი დაათვალიერა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის მიერ დაარსებული სასულიერო მუზეუმი თანდათან მდიდრდებოდა მანუსკრიპტებით, ხატებით, ძველებური საეკლესიო შესამოსლებითა და არქეოლოგიური ნივთებით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“ მანეთად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ნინო ორბელიანის ლექსები 40 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სათავადაზნაურო სკოლისთვის 10 წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცოვს სადილი გაუმართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 7 მაისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ალექსანდრე გროსმანი პეტერბურგში წავიდა.

