საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18874

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ნაკლი სწორედ მისი გადაჭარბებული ოხუნჯობა იყო. მას წერის სტილი უნდა შეეცვალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კინტოებს მოსწონდათ სიტყვამოსწრებულობა, მაგრამ ისეთი არა, როგორიც ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის კომედიებში იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასული გაბუნია ნამდვილი არტისტი ქალი და დიდი ნიჭის პატრონი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას მსგავსი დიდი არტისტი კიდევ დიდხანს არ გამოჩნდებოდა სცენაზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ არტისტის ხელოვნება იყო მის მიერ შესრულებული როლის ვნება, აზრი და ხასიათი, რასაც დრამატურგი დაავალებდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძემ შეადგინა 200-გვერდიანი წიგნი „ჩანგი“, რომელშიც თავმოყრილია ყველა ლექსი და სცენარი, რომლებიც ოდესმე სცენაზე წაუკითხავთ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 16 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კავკასიის მთავარმმართებლის ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით ოსმალეთისა და სპარსეთის მოქალაქეებს პასპორტის უქონლობის შემთხვევაში უფლება ჰქონდათ 6 თვის ვადით ეცხოვრათ საზღვართან მდებარე ადგილებში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-6 თავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ სპექტაკლს ძალიან უშლიდნენ ხელს და ამახინჯებდნენ მოუმზადებელი მონაწილეები. სპექტაკლამდე რეპეტიციის გავლა აუცილებელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „ფშავლები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ლექსები „ძველი ლექსები“, „სიკვდილის სიმღერა“, „ხმალზე“ და „ქალის დალოცვა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ლექსები „ხოხობზედ“, „ახალი ლექსები“, „მამასახლისზე“, „ისევ მამასახლისზე“, საჭმელ-სასმელი“, „კაცის სახელები“, „ქალის სახელები“, „სოფლის სახელები“ და „იარაღის სახელები“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს დაიბეჭდა ალექსანრე ფრონელის „მთიულეთი 1804 წელს“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ აბესაძის სტატია „ივერიის მონასტერი ათონის მთაზე“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით ალექსანდრე იმედაშვილმა თარგმნა ლეონიდ ანდრეევის პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის მოსაზრება, რომ სკოლის საქმის უკეთ წარსამართად უმჯობესი იყო ინსპექტორისთვის მხოლოდ პანსიონის ზოგადი მეთვალყურეობა ჩაებარებინათ, ხოლო საფუძვლიანი გაკონტროლება სხვა პირისთვის გადაებარებინათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „მკვდრების ქურდები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ზაქარია იოსების ძე სვიმონოვის განცხადება, რომ კახეთის სოფელ ზემო ხოდაშენიდან მიიღო ბერების ზვრის ღვინო და ბოთლს ყიდდა 30 კაპიკიდან 1 მანეთამდე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ზაქარია იოსების ძე სვიმონოვის განცხადება, რომ კახეთის ქალაქ თელავიდან, კერძოდ სოფელ ზემო ხოდაშენიდან მიიღო ბერების ზვრის ღვინო და ვედროს ყიდდა 4 მანეთად და 50 კაპიკად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ზაქარია იოსების ძე სვიმონოვის განცხადება, რომ იგი კახურ ოთხი წლის ღვინოს ყიდდა მანეთად და 50 კაპიკად, ვედროს კი – 22 მანეთად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის ფელეტონი „უცხოთა შორის“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ოსტროვსკი და სოლოვიოვი იყვნენ კომედიის „ბედნიერი დღის“ ავტორები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გოგოლის შესახებ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ ჭუმბურიძის ფსევდონიმი იყო ს. ჩხერელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ან. ბენაშვილმა წიგნი „ქართული ხმები“ ნოტებით გადაწერა.