საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1498

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი კვარაცხელია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს. მას ავადმყოფობის გამო ექიმის განკარგულებით ბორკილები ახსნეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ სულუხია და გერასიმე ბასილაია სენაკის სამაზრო ციხიდან ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში ჩამოიყვანეს. მათ ოლქის სასამართლოსგან სხვადასხვა ვადით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდათ მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ესტატე და ბადა ხუბულავებსა და ნიკოლოზ ქიქავას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ ბრალად.

1895

ტიპი: ნასამართლეობა

1895 წელს ნ. ტყეშელაშვილი, კ. ლეკიძე, ეგ. ჯიბლაძე, პ. ლომიძე, მ. ვაწაძე, პ. ლაღაძე, პ. ბერეკაშვილი, ნ. შანიძე და იგნ. ნიჟარაძე ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 22 ოქტომბერს მატრონე კუჭუხიძისა, რომელსაც ქურდობა ედებოდა ბრალად, სენაკის საპატიმროდან ქუთაისში ჩამოიყვანეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ვანო და ალექს ლებანიძეების საქმე უნდა განეხილა. მათ ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდათ მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ესტატე და ბადა ხუბულავებსა და ნიკოლოზ ქიქავას სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. შემდეგ განაჩენი 10 წლის კატორღით შეუცვალეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი კვარაცხელიას სოხუმის სატუსაღოში დარაჯის მოკვლისთვის ოლქის სასამართლოსგან 20 წლით კატორღა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 20 ნოემბერს საოლქო სასამართლოს ლევან ჩარკვიანის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წელს გიორგი ანთელავას საქმე უნდა განეხილათ. მას ექვსი წლის კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 28 ოქტომბერს 4 წლით კატორღამისჯილი სერგო ახვლედიანი საგუბერნიო სატუსაღოდან ირკუტსკის გუბერნიაში გაგზავნეს. სასჯელის გათავების შემდეგ ის საცხოვრებლად ციმბირში უნდა გაეშვათ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა საქმე რაჟდენ გიგაშვილისა, რომელსაც გრიშა ახვლედიანის გაძარცვა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუბა წულუკიძეს ოლქის სასამართლომ 9 წლის კატორღა გადაუწყვიტა. მან საქმე განსახილველად პალატაში გადაიტანა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უშანგი მგალობლიშვილს დარაჯის მოკვლა ბრალდებოდა და ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ოქტომბერს თბილისში პოლიციამ ისაკ ტატიშვილი დააპატიმრა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისაკ ტატიშვილს ექიმ ივანე გომართელისთვის მუქარის წერილის გაგზავნა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 25 ოქტომბერს საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს განკარგულებით, სამი ათასი მანეთის საწინდრის წარდგენის შემდეგ შალვა იოსელიანი სატუსაღოდან გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანტონ ბასილაია, რომელსაც 6 წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი, პოლიტიკურ ნიადაგზე იყო გასამართლებული.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გვეგვე ფაღავას ნოქალაქევის ბოქაულის, დავითაიას დაჭრა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 16 ოქტომბერს სამსონ ჯღარკავა ქუთაისის სატუსაღოდან პეტროვკაში გაგზავნეს. მას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 16 ოქტომბერს მიხეილ ჯოჯუა ქუთაისის სატუსაღოდან პეტროვკაში გაგზავნეს. მას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 25 ოქტომბერს ნავთლუხში კოჟუხოვისა საყვარელს წაეჩხუბა და დანით სასიკვდილოდ დაჭრა. კოჟუხოვისა პოლიციამ დააკავა, დაჭრილი კი თბილისის სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კოტე და მიხა წულუკიძეებს კაცის მოკვლა ედებოდათ ბრალად და ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდათ მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში თბილისის სამოსამართლო პალატამ ისმაილ აგაევი უდანაშაულოდ ცნო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული აკაკი ჩხენკელი როსტოვიდან თვითნებურად დაბრუნების გამო დააპატიმრეს.