საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19549

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ნადიროვის თხზულების „სიყვარულის კონა“ განხილვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელი სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ერისთავის მიერ თარგმნილი ხუთმოქმედებიანი დრამა „სამშობლო“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვ. ო-ს ლექსი „განკითხვა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დეკანოზ ტარასი ივანიცკის წერილი „ათონის საკითხი“, II ნაწილი, რომელშიც ავტორი განიხილავს ათონის მთაზე ქართველი ბერების უფლებების დარღვევას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნინოწმინდელის (დავით მიხეილის ძე როსტომაშვილის) „კორესპონდენციები ივრის ხეობიდან“, რომელშიც ავტორი ეხება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას და წერს კახეთის ზოგად მდგომარეობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვარს პარიზში ინგლისელი მუშების წინამძღოლმა არტურ ჰენდერსონმა ფრანგულ გაზეთებში განაცხადა, რომ თუ დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დათანხმდებოდა საბჭოთა რუსეთის საზავო წინადადებას და ინგლისს ომში ჩაითრევდა, მუშათა პარტია უარს იტყოდა სამხედრო-პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობის სხდომაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ცისკარაშვილმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობის სხდომაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა გზების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ სექტემბერს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ოქრომჭედლიშვილის წერილი „ვინ მოიგონა ქართული ანბანი“.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წლის 18 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული იყო პავლე თუმანიშვილის ლექსი „ფული“.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წლის 19 აგვისტოს სოფელ ივლითის ეკლესიაში მომხდარი ძარცვის შესახებ გაზეთი „დროების“ 18 ნოემბრის ნომერში ინფორმაციას გვაწვდის ვინმე მესხი იოვანე გვარამიძე.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წლის 11 აგვისტოსთვის თბილისში დანიშნული იყო არჩევნები. ამ არჩევნებზე უნდა აერჩიათ ის პირები, რომლებიც მმართველ/საქალაქო თანამდებობებს დაიკავებდნენ. ორლოვსკიმ ამომრჩევლებს მოუწოდა ზედმიწევნით დაეცვათ ახალი წესდება, რომლის მიხედვითაც თბილისის მაცხოვრებლები 4 უწყებად დაყვეს. ამ ოთხი უწყების წარმომადგენლები ცალ-ცალკე უნდა შეკრებილიყვნენ და ამოერჩიათ ას-ასი კაცი, რომლებიც შემდეგ აირჩევდნენ თანამდებობის პირებს. ორლოვსკიმ გამოთქვა იმედი იმისა, რომ ამორჩეულები სამოქალაქო თანამდებობებზე დანიშნავდნენ პატიოსან, გამოცდილ და საიმედო პირებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოების გამგეობამ კრებაზე მოისმინა თელავის ფილიალის განყოფილების დირექტორ ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძის მოხსენება იქაურ მდგომარეობაზე.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ყიფიანის მიერ თარგმნილი ხუთმოქმედებიანი დრამის „მერიმა ანუ ბოსნიელები“ დასასრული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ყიფიანის მიერ თარგმნილი ხუთმოქმედებიანი დრამის „მერიმა ანუ ბოსნიელები“ პირველი ნაწილი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ნეტა რას ტირი, დედილო?“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის ლექსები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა განხილვა რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი იგავ-არაკებისა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ სექტემბერს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა მ. ყორღანოვის ლექსებისა და თხზულების განხილვა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს გამოვიდა ქაიხოსრო გელოვანის ლექსების კრებული. წიგნი იყიდებოდა სამ შაურად.

1888

ტიპი: ავტორობა

ჟურნალ „Юридическое Обозрение“-ეს თებერვლის ნომერში დაიბეჭდა მაქსიმ კოვალევსკის საეთნოგრაფიო წერილი „ფშაველები“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის პიესა „ერთი უბედურთაგანი“ დასასრული.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „ზღაპარი ყმაწვილებისათვის“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი ოპერეტა-ვოდევილი „ბიძიასთან გამოხუმრება“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გასაყიდად დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობა „ღამის მეხრე ცეცო“, გამოცემული ზაქარია ჭიჭინაძის მიერ.