საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19549

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გასაყიდად დაიბეჭდა ივანე მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი შექსპირის „ჰამლეტი“, რომლის ფასი ექვსი შაური იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მეურნეს“ ცნობით სამეურნეო საზოგადოებამ გადაწყვიტა საკუთარი ხარჯით დაებეჭდათ ილია წინამძღვრიშვილის მიერ შედგენილი წიგნი ვაზის მოშენებაზე.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილი რედაქციის მიმართ, რომლითაც ის მიმართავს მკითხველს და ატყობინებს, რომ მისი მოთხრობა „ღამის მეხრე ცეცო“, რომელიც 1887 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა დამახინჯებული იყო და მკითხველს გაუჭირდებოდა შინაარსის სწორად აღქმა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 24 იანვარს ქართული წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა ვაჟა-ფშაველას ისტორიული პოემა „ბახტრიონი“ აბაზად. ღირდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვარძიის მონასტრის ზედამხედველი, მღვდელ-მონაზონი კალისტრატე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ ბეჭდავდა თავის თხზულებას „კაცი ქვეყნისა-ანგელოზი ზეცისა“.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წლის 10 მარტს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება შავიზღვისპირეთის ოლქში ახალ მცხოვრებთა დასახლების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 24 იანვარს „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნემსაძემ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ იგი მოამზადებს მოსწავლეებს „ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში” მოსახვედრად.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 იანვარს ევა ჩხეიძემ, სოფიო ჩიკვაიძემ და ნინო ჩხეიძიმ „ცნობის ფურცელში“ გაავრცელეს განცხადება ივანე ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ყიფშიძის წიგნი „მთიულეთი. 1804 წ.” მიღებული შემოსავალი უნდა გადაედოთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას განსავითარებლად.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 იანვარს გიორგი სხირტლაძემ „ცნობის ფურცელში” გამოაქვეყნა განცხადება თბილისში, სასახლის ქუჩაზე, თეატრის რესტორნის, „ზამთრის ბაღის” გახსნის შესახებ. რესტორნის ტერიტორიაზე კერძო ოთახებში მოწყობილი იყო საბილიარდო სივრცე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და „ქართველთა ამხანაგობის” მაღაზიებში სამ აბაზად იყიდებოდა ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიული რომანი „ცეცხლითა და მახვილით”.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ ამზადებდა მერეჟკოვსკის ინსცენირებით რომან „ალექსანდრე პირველს“, რომელიც ახლო მომავალში დაიდგმებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელმა პირველი მოხსენება გააკეთა საქართველოს მუშათა ცენტრალურ კავშირში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი დასავლეთ საქართველოდან დაბრუნების შემდეგ დამფუძნებელი კრების გახსნაზე წაიკითხავდა მოხსენებას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში სამ აბაზად იყიდებოდა „გლეხი-კაცის ისტორია“, ფრანგულიდან ნათარგმნი ივანე მაჭავარიანის მიერ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის დეკემბერში გამოვიდა ხუთმოქმედებიანი დრამა „ივდითი“, რომელიც ივანე მაჭავარიანმა თარგმნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის დეკემბერში გამოვიდა ანტონ ფურცელაძის ლექსების კრებული, რომელიც წიგნების მაღაზიებში 40 კაპიკად იყიდებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დიმიტრი აფხაზის წერილი „საქართველოს თანამედროვე ეკონომიური ვითარება“ (დასასრული).

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების სხდომაზე განუხილავთ ანდრია ანდრიას ძე ლიბაუს სამეცნიერო შრომა გულის დაავადებათა შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დავით კასრაძე წერს, რომ ქართველ მწერალთა და მხატვართა კლუბი „ქიმერიონის“ კედლები გაფორმებული იყო გუდიაშვილის, სუდეიკინისა და სხვა მხატვრების ნამუშევრებით.