საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19698

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვლ. მიქელაძის ლექსი „მაცდურს“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის ლექსი „გლეხ-კაცის ტანჯვას ვინ მოსთვლის“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის სიმღერა „აგერ მოდის ფარანის ხმაზე“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალექს ბუვიეს რომანის „იზა“ მესამე ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 12 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აქვსენტი ცაგარლის ხუთმოქმედებიანი დრამა „მათიკო“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 12 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „პეპო“, რომელიც თავად თარგმნა სომხურიდან.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 12 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელება 1571 ტაეპის შემდეგ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალექს ბუვიეს რომანი „იზას“ გაგრძელება.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის პოემა „ასპინძის ომი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 23 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სამმოქმედებიანი ისტორიული დრამა „კუდურ ხანუმი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონი „გმირისეული ქალის“ I ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 12 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ლორდ ბაირონის რომანი „ჩაილ-ჰაროლდი“ ოთხ ნაწილად, რომელიც იოსებ ბაქრაძემ თარგმნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში” გამოქვეყნდა მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის ფელეტონი „ორი საგრამატიკო საგნის“ I ნაწილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა წერილი „პაპის ლეგატის დელფიუშეს მისია და ჩვენი საეკლესიო პოლიტიკა“ (დასასრული), რომელიც ეძღვნება პაპის წარმომადგენელ დელფიუშეს საქართველოში ჩამოსვლას და სხვა საეკლესიო საკითხებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ოლღა ქურდიანი იუწყება, რომ ამავე დღეს, დილის 9 საათზე გაიმართებოდა დეკანოზ გიორგი პეტრიაშვილის გამოსვენება მიხეილის საავადმყოფოდან ნიკოლოზის ეკლესიაში, დაკრძალავდნენ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუკა რაზიკაშვილის მიერ თარგმნილი ერკმან-შატრიანის მოთხრობა „ფეოდალის აღზრდა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის სამმოქმედებიანი კომედია „ადვოკატები“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალექს ბუვიეს რომანი „იზას“ დასასრული.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხეილ თუმანიშვილის მიერ თარგმნილი ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოები „ბაღჩისარაის შადრევანი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ახალი წელი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის ნაწარმოები „სხვადასხვაგვარი ქორწილი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „პოეტის გული“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის მიერ თარგმნილი ლექსი „ოხ იტალიავ, იტალიავ“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს კახელი თავადის რამაზ ანდრონიკაშვილის მიერ რუსულ ენაზე დაწერილი წიგნი „ჩვენი საზოგადოება და მისი ეხლანდელი მიმართულება. თხზ. თავადის რამაზ ანდრონიკაშვილისა, მამულის პატრონისა კახეთში. თბილისი 1880. ფასი 1 მანეთი“, რომელიც რედაქციის აზრით, სავსე იყო არასწორი ინფორმაციით და მკითხველს წიგნის შეძენას არ ურჩევდენ.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს ოლ. დიდებულიძის მიერ რუსულიდან თარგმნილი ევტუშევსკის „ქართული არითმეტიკული საანგარიშოები, ანუ გამოსაცნობები ანუ ზადაჩები და რიცხვებითი მაგალითები“, რომელიც რედაქციის აზრით, თავისი ჯიბის გასქელებას უფრო თანაუგრძნობდა, ვიდრე ყმაწილების გონების გავარჯიშებას. წიგნი უზუსტობებითა და არაქართული სიტყვებით იყო გადმოთარგმნილი.