რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს მღვდელ სვიმონ ბეგიევის თხზულება „პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილო ეფენდისთან“, რომლის მთავარი გზავნილი მაჰმადიანებში ქრისტიანობის გავრცელებას წარმოადგენს, თუმცა რედაქციის აზრით ეს წიგნი ეკუთვნის იმ წიგნთა სიას, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევს თავის მიზანს და პირიქით ავნებენ მას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორ ლუთფის ცნობით, ქართველები მომხრეები იყვნენ მშვიდობიანად ეცხოვრათ კავკასიის მაჰმადიანებთან და დაღესტანში ძლიერი მთავრობა უნდოდათ, რათა საქართველო დაცული ყოფილიყო ჩრდილოეთიდან. ლუთფის აზრით, ამისათვის თურქული პრესა უნდა ეცადოს, რომ ქართველებით ისარგებლოს მაჰმადიანური პოლიტიკის მიზნების მისაღწევად.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორ ლუთფის ცნობით, თურქეთ-სომხეთის საზღვრები შეიძლება შეუერთდეს აზერბაიჯანს და თუ პატარა სომხეთი დაარსდა გოგჩის ტბის დასავლეთით, მაშინ შეიძლება ახალი მაჰმადიანური სახელმწიფო წარმოიქმნას. ლუთფის აზრით, ამას ადასტურებს ნახიჩევანის ოლქში დაწყებული სამზადისი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სასამართლო პალატის წევრი გ. ზ. ჩაჩიბაია იუწყება, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პალატამ გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საადგილმამულო კომიტეტების განმარტების მიხედვით, უარი ეთქვა სამედიატორო მსაჯულების განჩინების სისრულეში მოყვანას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დენიკინთან ბრძოლის საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკური მერყეობის გადასაწყვეტად საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა წინადადებით მიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რათა დადგენილიყო სამხედრო ხელშეკრულება საერთო ძალით დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ საქართველო მზადაა ჩრდილოეთთან ჰუმანურ პრინციპებზე დაამყაროს ურთიერთობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ სურს საომარი კავშირი, რომელიც გამოიწვევს ხალხის მოსპობას, მატერიალური კეთილდღეობის განადგურებას, გაღატაკებას და გაამწვავებს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი დენიკინთან დაკავშირებით ამბობს, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ დენიკინთან შეკავშირებას ეწინააღმდეგება. საქართველო არ უნდა ჩაერიოს რუსეთის საკითხში; ასევე უარყოფითადაა განწყობილი ბოლშევიკთა წინადადებაზე, შეკავშირდნენ დენიკინის წინააღმდეგ, რადგან ეს იქნება ნეიტრალიტეტის დარღვევა და რუსეთის სამოქალაქო ომში ჩარევა, საქართველოს კი არ სურს არავისთან კონფლიქტები.

