საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33279

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ოზურგეთის მაზრიდან დასასწრებად მიიწვიეს მარია დავითის ასული გურიელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ოზურგეთის მაზრიდან დასასწრებად მიიწვიეს ნადეჟდა დავითის ასული ერისთავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე სენაკის მაზრიდან დასასწრებად მიიწვიეს სალომე ალექსანდრეს ასული მხეიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ლეჩხუმის მაზრიდან მიიწვიეს ერმალო გვარჯასპის ძე გელოვანი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ზუგდიდის მაზრიდან მიიწვიეს ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი-მინგრელსკი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ლეჩხუმის მაზრიდან მიიწვიეს იასონ დავითის ძე გელოვანი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქუთაისის მაზრიდან მიიწვიეს ალმასხან დიმიტრის ძე ნიჟარაძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს კბილის ექიმი ა. ი. ორბელი სოლოლაკში, საკუთარ სახლში, იღებდა პაციენტებს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 3 იანვარს კავკასიის მთავარმართებელმა, გენერალ-ადიუტანტმა შერემეტევმა სასახლეში ოფიციალური მეჯლისი გამართა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 3 იანვარს მთავარმართებელ შერემეტევის მიერ სასახლეში გამართულ ბალს დაესწრნენ გრაფი ტატიშჩევი, გენერლები და წარჩინებული პირები.

1892

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს დავით სარაჯიშვილმა თელავის საპატიმროს წიგნსაცავს წიგნები აჩუქა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თედო სახოკიამ თელავის საპატიმროს წიგნსაცავს საჩუქრად წიგნები გადასცა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს ეფროსინე კლდიაშვილმა თელავის საპატიმროს წიგნსაცავს წიგნები გადასცა საჩუქრად.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული თეატრის მიერ 10 იანვარს წარმოდგენილ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერში“ მასხარას როლი ვასო აბაშიძეს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 10 იანვარს ლ. ჭიჭინაძის ერთმოქმედებიან ვოდევილ „მოტიაში“ მონაწილეობას მიიღებდნენ ავალიშვილისა, ჩერქეზიშვილი, არლანი, მესხიევი, აბაშიძე, გედევანოვი, ცაგარელი, კანდელაკი, შათირიშვილი, გუნია.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრს 10 იანვარს ლ. ჭიჭინაძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „მოტია“ უნდა წარმოედგინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოსადგენად მზადდებოდა ანდრია ბენაშვილის „თელაველი ოტელო“, შილერის „ყაჩაღები“, „აირია მონასტერი“, „და-ძმა“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული თეატრის მიერ 10 იანვარს წარმოდგენილ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერში“ მგოსნის როლი ალექსიევ-მესხიევს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების სია პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის ზედამხედველობით უნდა შეედგინათ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ხიდის ჩატეხის შემდეგ, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა, ტერ-კოსტა არარატიანი დროებით გადააყენეს მღვდლობიდან.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქის გამსესხებელი სალაროს დირექტორმა ყაზარიანცმა თბილისის გამგეობას ანგარიში წარუდგინა 1891 წლის განმავლობაში სალაროს საქმიანობის შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 19 იანვარს სენაკში სცენისმოყვარეებმა გიორგი ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია „ძალად ექიმი“ და რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გახუმრება“ წარმოადგინეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ თედო სახოკიასა და ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული პიესა „აირია მონასტერი“ უარყოფითად არის შეფასებული გაჭიანურებული მოქმედებისა და გაუმართავი სტილის გამო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 22 იანვარს ქართულ თეატრში გედევან გედევანოვის ბენეფისი გაიმართა.