რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 19 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კავკასიის სასტატისტიკო კომიტეტმა ბ. ზეიდლიცს დაავალა „საოჯახო სიებიდან“ ამოეკრიფა ყველა საჭირო ინფორმაცია და დაებეჭდა როგორც სამეცნიერო მასალა. ზეიდლიცმა დაბეჭდა ოთხი რვეული ზაქათალის, ახალქალაქის, შავი ზღვისა და დაღესტნის ოლქების შესახებ.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქედაში მცხოვრები პირის აბდულ ეფენდი მიქელაძის წერილი, რომლითაც ის საზოგადოებას ატყობინებს, რომ დიდი თოვლისა და ცუდი ამინდების გამო გზები დაზიანდა და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. ასევე მისი გადმოცემით სკოლების არარსებობა დიდი დაბრკოლება იყო ახალგაზრდებისთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ დამოუკიდებლად დაიწყეს წიგნების კითხვა და კარგი იქნებოდა თუ წიგნების მიწოდებითა და წერა-კითხვის სწავლებით დაეხმარებოდნენ მათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N 3, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ვასაკა“, ტიციან ტაბიძის „ფატმან-ხათუნი“, შალვა ამირაჯიბის „მწვანე კაკადუ“, ვალერიან გაფრინდაშვილის „ზამთრის დაისის გასვენება“ და „შენიშვნები ლირიკაზე“, კოლაუ ნადირაძის „ყალბი ავტობიოგრაფია“, ნიკოლო მიწიშვილის „სამგლოვიარო მარში“, რაჟდენ გვეტაძის „სევდის ფარმანდი“, შალვა კარმელის „ბოდლერის ოფორტი“, სანდრო ცირეკიძის „მოზაიკის ღვთისმშობელი და სათაური პოეზიაში“, სერგო კლდიაშვილის „ევა ტაძარში“, დია ჩიანელის „სევდიანი ფრაგმენტი“, ყდის გაფორმება ეკუთვნოდა ლადო გუდიაშვილს.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Время”-ს ცნობით, კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს სთხოვა, ამიერკავკასიაში დაეარსებინათ რამდენიმე სკოლა, რომლებშიც ახალგაზრდები მევენახეობასა და მეღვინეობას ისწავლიდნენ.
1869
ტიპი: ავტორობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას სამედიცინო ტოპოგრაფიის, კლიმატოლოგიისა და სტატისტიკის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო სამუშაო. კერძოდ, ნ. ვ. პერევერზევს – მლაშე მინერალური წყლების გახსნის თაობაზე, ხოლო ი. ი. კანევსკის – ბუმსკის მინერალური წყლების ადგილმდებარეობაზე.

