საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19154

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მღვდელმა გიორგი გამრეკელმა გაზეთის რედაქციას წერილის გამოქვეყნების თხოვნით მიმართა. წერილში ის ეგზარქოსს კუკიის სასაფლაოზე მდებარე საეკლესიო სამრევლო სკოლისთვის ქართული ენის პედაგოგის გაგზავნას სთხოვდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 ოქტომბრის „დროებაში“ გრიგოლ ვოლსკის სტატია „მგზავრის შენიშვნები“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გრიგოლ წინამძღვრიშვილის წერილი „ალავერდის მომავალი ეპისკოპოსი კირიონი“ გამოქვეყნდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის თხზულება „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის თხზულება „სამი სიტყვა − თავისუფლება, თანასწორობა. ძმობა-ერთობა“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის მოთხრობა „სოლომონ მორბელაძე“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის მოთხრობა „მსხვერპლი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის პირველი მოთხრობა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს შიო არაგვისპირელმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მანგლისის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა მ. გრინოვმა სასულიერო მთავრობას აცნობა, რომ მანგლისის მხარეს მომუშავე ხალხი ძველ მონასტერთა ნაშთებს აზიანებდა, აღვევდა, ზოგ ადგილას ბინად გადააკეთებდნენ ხოლმე. მღვდელი საგუბერნიო ადმინისტრაციას სთხოვს, მუშებს აუკრძალონ ძველი ნაშთების ნგრევა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობის „მხატვარი ვანო“ IV ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ხაშმის 2-კლასიანი სასწავლებელი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით იაკობის ძე მებუკის ლექსი „სისხლის ვარდი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ახმეტელის წერილის „არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილი „როგორ ცხოვრობდა აკაკი?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი-სარდალი“ II ნაწილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მელქოს ძე ბაჯიაშვილის სტატია 26 ივნისს სახელოსნო კლუბში წარმოდგენილი სპექტაკლის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიკო ფაშალიშვილის ლექსი „ზღაპარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „ხელები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს დავით ჩხეიძემ აკაკი წერეთლის ბიოგრაფიაზე მოთხრობა „ამირანის ცეცხლი“ დაწერა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს, ალექსანდრე II სიკვდილის შემდეგ, აღტაცებით კითხულობდნენ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ აკაკი წერეთლის ლექსს „დღეს მერცხალი შემოფრინდა“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გამოიცა შიო მღვიმელის „ჩემი ყვავილები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა შიო მღვიმელის საყმაწვილო ლექსები.