რეგისტრირებული ფაქტები2045
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1957
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1957 წელს 15 წლის ნინო მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-10 კლასში სწავლობდა.
1957
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1957 წელს 14 წლის მაიკო მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-8 კლასში ფრიადებზე სწავლობდა.
1957
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1957 წელს 12 წლის მანანა მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-6 კლასში ფრიადებზე სწავლობდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ანა საძაგლიშვილი კირიონ მეორის ბიძაშვილის შვილი იყო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 30 მარტს საქართველოში ჩამოვიდა ბავარიის ტახტის მემკვიდრე, რომელსაც სადგურზე დახვდნენ თბილისის კომენდანტი გენერალი რეიტერი და თბილისის გუბერნატორი, პოლკოვნიკი სვეჩინი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს პეტერბურგიდან კავკასიაში ჩამოვიდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი.
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1881 წლის 5 აპრილს ნოე რამიშვილი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ დიდ ვანში დაიბადა.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს რუსეთში გაქცეული ნოე რამიშვილი როსტოვში არალეგალურად ცხოვრობდა.
1940
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1940 წელს, ავტობიოგრაფიის დაწერის პერიოდში, მარიამ ორბელიანი 88 წლის იყო.
1852
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1852 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ცაიშში დაიბადა იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1852
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1852 წლის 25 დეკემბერს თელავთან, კურდღელაურში დაიბადა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, ივანეს ძმას, გიორგის მისი დის, მაიკოს ქმარი, ილიკო გველესიანი ინახავდა.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კლიმენტი ლუკას ძე გოგიავა დაიბადა 1912 წლის 15 იანვარს აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა თავისი ჯამაგირის, წისქვილის შემოსავლისა და ქვევრებში ღვინის რაოდენობის შესახებ მისწერა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა დარაჯის დაპატიმრების ამბავი შეატყობინა, ასევე მისწერა წვრილმანი ხარჯების შესახებ და წერილთან ერთად მამასახლისისგან მიღებული ქვითარი გაუგზავნა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წელს ალექსანდრე ჩხეიძე და მისი მეუღლე სოფიო იუნკერთა სკოლის შენობაში ცხოვრობდნენ.
1946
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1946 წელს გალაკტიონ ტაბიძემ მეორედ იქორწინა, ცოლად შეირთო ნინო სვიმონის ასული კვირიკაძე.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 7 ოქტომბერს კონსტანტინე ბალმონტი სტუმრად ეწვია ქუთაისს, სადაც გაიცნო გალაკტიონ ტაბიძე.

