საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19551

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ოთხი დღე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვის სტატია „შარდენი საქართველოში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა კლემანსომ დეპუტატთა პალატაში განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთში ანარქიაა, ევროპაში მშვიდობა არ დამყარდება, ამიტომ მოკავშირეები იძულებულნი არიან რუსეთი გამოჰყონ სხვა ქვეყნებისგან განცალკევებული ზონის სახით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილი „საქართველოს ახალგაზრდობას“, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნესტორ ბაკურაძის სტატია ვლადიკავკაზის სოფელ ხუმელაგას შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის (ლექსი პროზით) „ფანტაზია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა სომეხი პოეტის, ოვანეს თუმანიანის ლექსების კრებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახლო მომავალში ქართული სამუსიკო საზოგადოება გამოსცემს კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის შრომას „ქართული ხალხური სიმღერა და ქართველების კულტურა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახლო მომავალში ქართული სამუსიკო საზოგადოება გამოსცემდა ფილიმონ ქორიძის შრომას „მუსიკის ელემენტარული თეორია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „მარცვლეულობა საქართველოში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ თაქთაქიშვილის წერილი „სპეციალური სკოლა“, II ნაწილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს გურიაში, სოფელ ჩიბათში, უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის შენობაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრმა პართენ გოთუამ წაიკითხა მოხსენება იმჟამინდელ მდგომარეობასა და ეკონომიკურ საკითხებზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა 1920 წლის 12 იანვრის ბრძანება სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების მიმართ N 2, რომელშიც გენერალური შტაბის გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე ულოცავდა შტაბს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომების გასწორება, რომლის მიხედვითაც „საქართველოს“ N 2-ში, დიმიტრი აფხაზის მოხსენებაში ნაცვლად „პირველი – ჩვენი ფულის დაბალი კურსია“ უნდა იყოს: „პირველი – ჩვენი ფულის დაბალი ღირებულებაა“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“-ში დაიბეჭდა ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძენოვის სტატია, რომელშიც ავტორი მიმოიხილავდა ქართულ პერიოდულ გამოცემებს.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა მარლინსკის მოთხრობა, რომელიც გიორგი ერისთავს უთარგმნია.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა გიორგი ერისთავის ლექსები: „კნეინა სოფიო ერისთავს“, „N“, „ღამე“, „ველური“ და „ე. ც.“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძეს უთარგმნია პუშკინის ლექსი „ოცნება“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომრიდან ირკვევა, რომ პლატონ იოსელიანს დაუწერია შესავალი მიტროპოლიტ იოსების თხზულებისათვის „მოურავიანი“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მესამე ნომერში დაიბეჭდა გიორგი ერისთავის მიერ პოლონურიდან თარგმნილი ლექსები: „ბაღჩა-სარაია“, „პატოცკას საფლავი“, „გარემისა საფლავნი“, „სიმღერა, მაზურკის ხმა“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მესამე ნომერში დაიბეჭდა გიორგი ერისთავის სტატია „მურაბისა და ჟელეს გაკეთება“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მესამე ნომერში დაიბეჭდა დიმიტრი ბაგრატიონის ლექსი „სოფლის მდურვა სიბერისათვის“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მესამე ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ახვერდოვის ლექსი „პეტრე ბაგრატიონისათვის სიტყვა“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მესამე ნომრიდან ირკვევა, რომ ჟურნალის გამომცემელ პლატონ იოსელიანს დაუწერია შესავალი მთავარეპისკოპოს ტიმოთეს თხზულებისათვის „მოხილვა“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეოთხე ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსები: „მუხანბაზი“ და „გაფი“, დავით მაჩაბლის „ვარდი“, ელენე წერეთლის „უსტარი გიორგი ერისთავს“.