რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ ბათუმში ოდესაში მყოფი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად ერთგუნდად და დიდი შემართებით იმუშავა რამდენიმე პირმა წარმოდგენის გასამართად. წარმოდგენაზე დასწრების ბევრი მსურველი აღმოჩნდა და ბილეთების გაყიდვას ვერ აუდიოდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ოდესაში მყოფი ღარიბ სტუდენტთა დასახმარებლად ბათუმში გამართული წარმოდგენის ბილეთები საზოგადოებამ შეიძინა არა არტისტების ან კარგი პიესის სანახავად, არამედ ღარიბი მოძმეების დახმარების სურვილის გამო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ წარმოადგინა ოდესაში მყოფი ქართველი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართული წარმოდგენის ხარჯი: თეატრის ქირა – 40 მანეთი, ტანსაცმელი – 16 მანეთი, ტელეგრამა ოდესაში – 2 მანეთი და 5 კაპიკი, ტელეგრამა ქუთაისში – 80 კაპიკი, მედროგე და ფაეტონები – 4 მანეთი და 30 კაპიკი, მუყაო, ძაფი და სხვ. – 60 კაპიკი, სკამების გადაზიდვა – 50 კაპიკი, ლურსმნები – 5 კაპიკი, მუშები – 2 მანეთი, სკამები ქირა – 5 მანეთი, 3 დამხმარე – 5 მანეთი, ავეჯის გადაზიდვა – 95 კაპიკი, აფიშები და ბილეთები – 14 მანეთი და 35 კაპიკი, მესაზანდრეები – 15 მანეთი, პიესის გადასაწერი – 5 მანეთი, 10 სოკეტი – 1 მანეთი და 20 კაპიკი, ლეიბები – 4 მანეთი, პარიკმახერი – 5 მანეთი, მემუსიკეები – 8 მანეთი, სულ – 131 მანეთი.
1869
ტიპი: ავტორობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია გეგმა, რომელიც ეხებოდა ამიერკავკასიაში აბრეშუმის ჭიის გამოზრდას პასტერის მიერ შემუშავებული მიკროსკოპული მეთოდის საშუალებით. ცდების წარმოებისათვის საზოგადოებას შეურჩევია ტერიტორია თბილისის აკლიმატიზაციის სადგურის ბაღში.
1869
ტიპი: ავტორობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია პროექტი, რომელიც ეხებოდა ამიერკავკასიაში სამიწათმოქმედო სკოლის გახსნას. სიტოვსკის თქმით, ამიერკავკასიაში მსხვილი და საშუალო მიწათმოქმედები რუსეთის სხვა გუბერნიებიდან იწერდნენ მებაღეებსა და მეფუტკრეებს, ხოლო თურქეთიდან – თამბაქოს კულტურის მუშაკებს. უცხოელი სპეციალისტები რთულად ეგუებოდნენ ადგილობრივ კლიმატს, მათი გამოწერა დიდ ხარჯებს მოითხოვდა, იკარგებოდა დრო. ამიტომ სიტოვსკის აზრით, მიზანშეწონილი იყო, გაეხსნათ ამიერკავკასიაში სკოლა, სადაც მსხვილ და საშუალო მიწათმოქმედების საქმეთა მმართველებს აღზრდიდნენ.

