რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიგოეთის სკოლის პედაგოგ სამსონ ჯორბენაძის წერილი, რომლითაც ის გაზეთის რედაქტორს მიმართავდა და სთხოვდა მის მიერ გამოწერილი გაზეთის ნომრები კუთვნილებისამებრ გაეგზავნათ და არა სხვა პირის ხელით, რადგან უგვიანებდნენ გაზეთების ჩაბარებას გამომწერებს.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ ალექსანდრე ნებიერიძის განცხადება, რომ გაზეთი განაახლებდა გამოცემას და გამომწერებს, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს, სთხოვდა შეეტყობინებინათ რედაქციისთვის მათი ახალი მისამართები. გაზეთის ღირებულება ახალი გამომწერებისთვის წლის დასრულებამდე 4 მანეთი, 1-ელ ივლისამდე 2 მანეთი, ხოლო ცალკე ნომრის ღირებულება 15 კაპიკი იქნებოდა.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ტატიშვილის მიერ შედგენილი წიგნის „კანვაზედ საკერი ქართული ასოები“ ძალიან ბევრი ეგზემპლარი გაიყიდა გორში. ასევე რედაქციას სთხოვენ, რომ რუსთაველის გარდა დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეფისა და თამარ დედოფლის სურათებიც გამოსცენ ბალიშზე საკერავად.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 15 იანვარს ილია მახვილაძემ „ცნობის ფურცლის“ რედაქციას აცნობა, რომ მე-80 ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცია შტატის ეკლესიის გაძარცვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მახვილაძის თქმით, მან სიღრმისეულად გამოიკვლია საქმის ვითარება და აღმოჩნდა, რომ ახალდაბის შტატის ეკლესიიდან არათუ ძვირფასეულობა, „კაპიკიც“ არ იყო გატანილი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ეკატერინე გაბაშვილმა პეტერბურგში ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოში გაგზავნა წერილი, რომლითაც ითხოვდა ახალი საყმაწვილო სურათებიანი ჟურნალის ბეჭდვის ნებართვას. ჟურნალის სახელწოდება „ხომლი“ იქნებოდა. გაბაშვილის ინიციატივა ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის.

