საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19698

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან-ხოისკიმ საბჭოთა რუსეთის მთავრობის წინადადებაზე საპასუხო რადიო-ტელეგრამა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს, გეორგი ჩიჩერინს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გაუგზავნა მისალოცი დეპეშა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე ბარნაბა ყუფარაძემ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გაუგზავნა მისალოცი დეპეშა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მისალოცი დეპეშა გამოუგზავნა ცხინვალიდან უმაღლესი საბჭოს სახელით ალექსანდრე მაჩაბელმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მისალოცი დეპეშა გამოუგზავნეს ბაქოდან გიორგი ჟორდანიამ, ირაკლი დიდიძემ და შალვა ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „შევარდნების“ ვარჯიშთავმა (მწვრთნელმა) გიორგი ეგნატაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით რედაქციას მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ სასახლის აივნიდან სამადლობელი სიტყვით მიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცად ეროვნული დროშებით მისულ თბილისში მცხოვრებ მუსლიმებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი იანვრიდან ბათუმის სამხედრო გუბერნატორმა ჯეიმს კუკ-კოლისმა გამოაცხადა ხელფასების მომატება. უსწავლელი მუშებისთვის უნდა განსაზღვრულიყო 5 500 მან., დღიურად – 220 მან, ნასწავლი მუშებისთვის – 8 000 მან., დღიურად – 320 მან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ჯაბადარის წერილი „ცხვრისა და საქონლის მომშენებელთა მომავალი ყრილობის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სერგო ივანეს ძე ამაღლობლის (ფსევდონიმით „ეკონომისტი“) წერილი „საქართველოს ფინანსური მიმოხილვა“ (საფინანსო აპარატის კონსტრუქცია).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „სადღეისოდ“, რომელიც ეძღვნებოდა 1920 წლის 12 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის სახელით სამადლობელი წერილი გაუგზავნა პარიზში საზავო კონფერენციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ წარმოთქვა სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად თავის სახლში გამართულ წვეულებაზე წარმოთქვა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სადღეგრძელოები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ბათუმის კონსულ პეტრე ჩინიჯიშვილისგან, რომელიც ულოცავდა საქართველოს მთავრობას და მის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ სამადლობელი დეპეშა გაუგზავნა პარიზში სამშვიდობო კონფერენციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვარს, 17 საათზე, საქართველოს მუზეუმის დარბაზში (ლორის-მელიქოვის ქ. N10) არქეოლოგიური საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ლეონ მელიქსეთ-ბეგი წაიკითხავდა მოხსენებას „არსენ კათალიკოსის ტრაქტატი განყოფისათვის ქართლისა და სომხეთისა, როგორც ძველ სომეხ-ქართველთა საეკლესიო ურთიერთობისა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვარს, 17 საათზე, საქართველოს მუზეუმის დარბაზში (ლორის-მელიქოვის ქ. N10) არქეოლოგიური საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე დიმიტრი გორდაევი წაიკითხავდა მოხსენებას „სამეგრელოში შენახული ზოგიერთი ბიზანტიური ამალების აღწერა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მათე იანქოშვილის წერილი „ფოსტა-ტელეგრაფის გაეროვნება“ რუსული ენიდან თარგმნის პრობლემების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა უგო ოიეტის ნოველა „ქაჯი“, რომელიც იტალიურიდან თარგმნა ივანე ზურაბიშვილმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „გ. გვაზავას სიტყვა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს სიტყვა, „წარმოთქმული თავისუფლების მოედანზე საზეიმო პარაკლისის დროს ანტანტისგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვარს, 19 საათზე თბილისის სასამართლო პალატის შენობაში ქართული იურიდიული საზოგადოების საერთო კრებაზე სენატორი დემიდოვი წაიკითხავდა მოხსენებას „პასუხისგებაში მიმცემი კამერის დაარსების შესახებ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვახტანგ გარრიკის ზღაპარი „ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სწერდა ოდესაში საქართველოს კონსულ ევსეი უშვერიძეს, რომ მან შეიტყო კონსულის ენერგიული და დაუღალავი მუშაობის შესახებ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ბოლშევიკური ტერორის დროს.