საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33279

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისს სათავადაზნაურო თეატრში რუსულმა დასმა წამოადგინა სამმოქმედებიანი ოპერეტა „პალერმოელი მომღერალი”. მსახიობებიდან დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება კრონენბერგმა, რეზუნოვმა და ბოღდანოვმა დაიმსახურეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნოე ჟორდანიას მოხსენება წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს მთავარმა კომიტეტმა დემოკრატთა ფრაქცია ეროვნული საბჭოდან გამოიწვია იმისათვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინა და ფრაქციაში სავაჭრო-სამრეწველო კლასის წარმომადგენლები შეეყვანა. არჩევნების შედეგად ფრაქციაში ვეღარ გავიდნენ ეროვნული საბჭოს წევრები მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ივანეს ძე გველესიანმა უპასუხა წინა სხდომაზე სპეკულაციასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტზე გამოთქმულ კრიტიკას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს გამართულ ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს მთავარი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე ხმათა უმრავლესობით პარტიის რიგებიდან გარიცხეს პეროვნული საბჭოს წევრები მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძის თავმჯდომარეობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სპეკულაციასთან ბრძოლის კანონპროექტზე იმსჯელეს რევაზ გაბაშვილმა, ალექსანდრე ასათიანმა, აკაკი პაპავამ და რაჟდენ არსენიძემ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ისევ ვერ მოხერხდა ლადო ახმეტელის თხოვნის განხილვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს კლასით მოწვეულ იყვნენ შემდეგი პედაგოგები: ელენე ქიქოძე, ე. ვ. ფოგელი, რ. ე. ხოსროევა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც შვილები, ანტონ ივანეს ძე, ნიკოლოზ ივანეს ძე და ვასილ ივანეს ძე ფალავანდიშვილები, მათი მეუღლეები, ეკატერინე, ელენე და მართა, შვილებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ კვირას, 15 სექტემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართებოდა თამარ ესტატეს ასული ფალავანდიშვილის პანაშვიდი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „Грузия“-ს ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინი 15 ოპერას (ძირითადად რუსულს) უდირიჟორებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ცნობით, რიმსკი-კორსაკოვის ოპერა „ოქროს მამალი“ თბილისის სახელმწიფო თეატრში უდირიჟორებდა ნიკოლაი ჩერეპნინი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ დღეს გოლოვინის 10-ში, სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა, რომლის დირიჟორი იყო მ. ს. მიხაილოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ დღეს გოლოვინის 10-ში, სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა. ორკესტრს ხელმძღვანელობდა თ. ს. კაცი. მონაწილეობდნენ ბ. ს. გესი და ნ. ს. ბენდიცკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ დღეს გოლოვინის 10-ში, სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა. დეკორაციების მხატვრები იყვნენ კირილე ზდანევიჩი და ალექსანდრე ზალცმანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრმა მოიწვია დირიჟორები: ჩერეპნინი, ცენოვსკი და სამოსუდი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრის დასი დროებით დატოვა საბანეევამ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 დეკემბერს ექიმი მაისურიანცის ცნობით, კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს სიცხე აღარ ჰქონდა და პულსიც დაურეგულირდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 დეკემბერს მოსამართლეებისა და პოლიციის მოხელეთა თანდასწრებით დაათვალიერეს კ. პლიუშჩევსკის სადგომი, სადაც მისი რამდენიმე წერილი აღმოაჩინეს. ერთ-ერთ წერილში პლიუშჩევსკი წერდა, რომ ის კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონის მოკვლას აპირებდა და თვითმკვლელობასაც გეგმავდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭომ განიხილა გიორგი მანუჩაროვის წინადადება. ის ითხოვდა ნებართვას, რომ ღორებისთვის საკვებად ქალაქის საყასბოებზე დაკლული საქონლის სისხლი მიეცათ და ამისთვის ქალაქის სასარგებლოდ 150 მანეთი გადაიხდიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით დადგენილ იქნა გაგრის რეალური სასწავლებლის განათლების სამინისტროსათვის დაქვემდებარება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით დადგენილ იქნა გაგრის თვითმართველობისთვის ქალაქის რეალურ სასწავლებლზე მეურვეობის უფლების გადაცემა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით გაგრის თვითმართველობას ქალაქის რეალური სასწავლებლისთვის წელიწადში 100 ათასი რუბლი უნდა გამოეყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით დაადგენეს სახალხო განათლების მინისტრისთვის 5 ათასი რუბლის ოდენობის კრედიტის გახსნა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიღებულ იქნა კავშირგაბმულობის მინისტრის, ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძის წინადადება სარკინიგზო გადაზიდვების კომიტეტის დაწესების შესახებ.