რეგისტრირებული ფაქტები2045
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძემ შეავსო პირობის წიგნი, რომლის თანახმადაც მოჯამაგირედ აიყვანა დუშეთის მაზრის სოფელ გურამიანთკარში მცხოვრები გლეხი სანდრო ლაბაური.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 15 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ილია ჭავჭავაძე 2 კვირის განმავლობაში ავად იყო. ექიმებმა მას მუშაობა აუკრძალეს და რამდენიმე თვით სოფლად წასვლა და დასვენება ურჩიეს.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორ გიორგი თარხნიშვილს მისწერა, რომ უამინდობის გამო სახლიდან ვერ გავიდოდა და საჭიროების შემთხვევაში შინ მიეკითხათ.
1850
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1850 წლის 6 სექტემბერს მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის ოჯახში ანასტასია თუმანიშვილი დაიბადა.
1851
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1851 წლის 16 ივნისს გორში რევაზ თარხნიშვილის ოჯახში ეკატერინე თარხნიშვილი დაიბადა.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი სამი თვით ევროპაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ და დაქვეითებული სმენის სამკურნალოდ.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა დეპეშით განკურნება მიულოცა თელავის მაზრის თავად-აზნაურთა სახელით.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 14 ივლისამდე ბერლინში ილია ჭავჭავაძე ექიმ ერნსტ ლეიდენთან მკურნალობდა.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 2 სექტემბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ერთი კვირით ქალაქ ვენაში გაჩერდა.
1899
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1899 წლის 14 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელშეკრულება დადო სტეფანე მიხაილოვთან, რომ ის ილიას დაფინანსებით ააწყობდა წისქვილს.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 14 ივლისამდე ილია ჭავჭავაძე ბერლინში ყოფნის დროს შეხვდა ცნობილ ასირიოლოგს, პროფესორ კარლ ლემან ჰაუპტს.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 14 ივლისს ბერლინიდან ილია ჭავჭავაძე ნიკო ცხვედაძეს კახეთის ბაღის მფლობელთა ამხანაგობისთვის მისი კუთვნილი თანხის გამორთმევას და ქრისტეფორე მამაცაშვილისთვის გადაცემას სთხოვდა.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 14 ივლისს ბერლინიდან ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა ნიკო ცხვედაძეს, რომელშიც ატყობინებდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და მკურნალობის რეჟიმს.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 20 ივნისს ილია ჭავჭავაძემ აიღო საზღვარგარეთის პასპორტი, რომელშიც ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს ნებართვა იყო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 19 ნოემბერს სამებიდან თბილისში ჩასულ ივლიტა ბიჭიას ასულ სურგულაძისას ეტლი დაეჯახა. დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1899
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1899 წლის 5 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მოურავ მერაბს (გვარი უცნობია) გაუგზავნა წერილი, რომელშიც სამეურნეო მითითებებს აძლევს.
1678
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1678 წელს რუსი მჭედლის, ნიკიტა დემიდოვის ვაჟი, აკინფი, დაიბადა. მან მამის საქმიანობა განაგრძო. მამა-შვილმა დემიდოვებმა დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთში მადნეულობის მრეწველობის განვითარებაში.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა წიგნის მაღაზიის მისამართი და იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძინა ან უნდა შეეძინა.

