საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33279

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1813

ტიპი: ღონისძიება

1813 წლის პირველ იანვარს გენერალ-მაიორმა პეტრე სტეფანეს ძე კოტლიარევსკიმ შტურმით აიღო ლენქორანი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლიდია პაშკოვისა დიდი ხნით იმყოფებოდა ჩინეთში, საიდანაც წერილი გამოუგზავნა კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას, რომ თბილისში ჩამოსვლას აპირებდა და ერთ-ერთ კრებაზე წაიკითხავდა ლექციას ჩაის მოვლის შესახებ. ასევე, მას ჰქონდა ჩაის თესლი და შეეძლო მსურველთათვის გაენაწილებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 აპრილის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ივანე ნასიძემ, გრიგოლ ჯავახიშვილმა და დავით დოდაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს სხვადასხვა ნივთი შესწირეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე ლორთქიფანიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1924 წელს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერთან, ნიკო ღოღობერიძესთან, ივანე რატიშვილთან, ანდრია ღულაძესა და სხვებთან ერთად მატარებლით გაემგზავრა ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის დახოცვის შემდეგ ყაჩაღები ილია ჭავჭავაძეს ახალ-ახალ გამაფრთხილებელ ნიშნებს აძლევდნენ, მაგ., საგურამოში სასტიკად დაუხოცეს შინაური ცხოველები.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 9 მარტს ილია ჭავჭავაძე ქუთაისში ჩავიდა, შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილსა და ლევან ჯანდიერთან ერთად სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძეს ესტუმრა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 3 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი უნდა გადაეხადა საზოგადოების საპატიო წევრის, გაბრიელ ეპისკოპოსისითვის.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავამ ილია ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ დაინახა, როგორ გამოდიოდა საგურამოს მოურავი დიმიტრი ჯაში ჟანდარმთა სამმართველოდან ხელში ბრეზენტის ჩანთით და ქაღალდებით. ფაღავას მცხეთის ჟანდარმერიაში რომ უკითხავს, ილიას მოურავს იქ რა უნდოდაო, უთქვამთ, რომ მათთან თანამშრომლობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 თებერვლამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი უორდროპის წერილი და ინგლისურ ენაზე გამოცემული „განდეგილი“ მიიღო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ დიმიტრი ჯაში ხშირად დადიოდა წიწამურსა და საგურამოს ბაღში გლეხთა შეკრებებზე და მათ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ განაწყობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ორი კვირით მეუღლის გარეშე იყო საგურამოში. თბილისში ოლღას წერილით შეატყობინა, რომ მათი ახალი მოურავი დიმიტრი ჯაში თაღლითი აღმოჩნდა და ახალ მოურავს ეძებდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ წიწამურელ გლეხებს, რომლებიც მისი მიწებით სარგებლობდნენ და გადასახადი მოწეული ხორბლით უნდა გადაეხადათ, დადებული პირობის შესრულება მოსთხოვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავა სამსახურებრივი საქმეების გამო ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრა. ილიამ წუხილი გამოთქვა, მოურავად ისეთი დამანიშნინეს, ხალხს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებსო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში საგურამოში ახალი მზარეული ხარიტონ შიოშვილი ჩავიდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისის დასაწყისში დიმიტრი ჯაშმა ცოლ-შვილი საგურამოში ჩაიყვანა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ რევოლუციურმა გამოსვლებმა იკლო და ილია ჭავჭავაძე საგურამოს მეურნეობაში წესრიგის დამყარებას ცდილობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიტროპოლიტმა ვლადიმერმა გიორგი შარვაშიძეს სოფელი დიღმის მოსახლეთა განაჩენის დამტკიცების დაჩქარება სთხოვა, რომელიც სოფელ დიღომში ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის დაარსებას გულისხმობდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 30 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ 1903 წლის 20 და 27 იანვარს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს დასწრებოდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავადაზნაურთა კრებაზე ზაქარია ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპასა და რუსეთში კახური ღვინო არ მოიპოვებოდა და იქაური ღვინის სარდაფები მხოლოდ სარგებლობდნენ ჩვენი ქვეყნის სახელით.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავადაზნაურთა კრებაზე ზაქარია ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ საპალნე კახურ ღვინოს ათ თუმნად ყიდულობდნენ კახელი მემამულისგან და სხვა მხარეში ოც თუმნად ყიდდნენ, ხოლო სიღნაღისა და თელავის ღვინის მწარმოებელთა საზოგადოების შექმნა შესაძლებელს გახდიდა კახური ღვინის უცხოეთის ბაზარზე გატანას და მთელი მოგება თვითონ ღვინის მწარმოებლებს დარჩებოდათ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავად-აზნაურთა კრებაზე ზაქარია ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ თელავისა და სიღნაღის ღვინის მწარმოებელთა საზოგადოების შექმნის მიზანი კახური ღვინის რეალიზაციასთან ერთად წინაპართაგან გადმოცემული მამულების შენარჩუნებაც იყო, რისთვისაც საჭირო იყო ამ მამულებთან დაკავშირებული ვალების გადახდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავადაზნაურთა კრებაზე ზაქარია ანდრონიკაშვილმა დამსწრეთ იმ საზოგადოების წესდება გააცნო, რომელიც მისი წინადადებით უნდა შეექმნათ თელავისა და სიღნაღის მემამულეებს კახური ღვინის უცხოეთის ბაზარზე გატანისა და ხელსაყრელ ფასში რეალიზაციის მიზნით.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 10 თებერვალს სუმბათ ავეტისოვმა პოლიციაში განაცხადა, რომ მისი ქარხანა გატეხეს რიყეზე და სადურგლო იარაღი მოჰპარეს.