რეგისტრირებული ფაქტები19332
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის იანვარს სამხედრო რაიონის კომისარმა, ვლადიმერ პ. გობეჩიამ და კავკასიის სამხედრო რაიონის უფროსმა რამდენიმე სადგურზე გაგზავნეს ტელეგრამები, რომლებშიც იტყობინებოდნენ, რომ, კავკასიის კომისარიატისა და კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის ბრძანების თანახმად, იქმნებოდა ნაციონალური ნაწილები, რის გამოც ფრონტის ხაზის დატოვებისას ჯარისკაცებს იარაღი ნაციონალური არმიის ნაწილებისთვის უნდა ჩაებარებინათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა საქართველოს ეპარქიის სამზრუნველოს განცხადება, რომ დაიბეჭდა და სამ ნაწილად გამოიცა დეკანოზ დავით მაჭავარიანის მიერ რუსულიდან ქართულად თარგმნილი „სასწავლებელი კეთილმსახურებისა“. სამივე ნაწილის საფასური იყო ცხრამეტი შაური და ერთი კაპიკი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა მ. პეტრიძის მოსაზრება მწიგნობრობის განვითარების შესახებ. ის ამბობს, რომ ქართული მწერლობის სრულიად უცოდინარმა ადამიანებმა შექმნეს ბევრი გამოცემა და დაბეჭდეს უამრავი წიგნი, რაზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ საზოგადოებასა და ლიტერატურის მცოდნე პირებს, ისინი დაცინვითა და გამომცემლების გაკიცხვით შემოიფარგლნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ დაიბეჭდა გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა სრულად გადააკეთა. სახელმძღვანელო შედგებოდა ლექსებისაგან, მოთხრობებისა და ახალშედგენილი ბეჭდური და ხელნაწერი რუსული ანბანისაგან, ბოლოში კი დართული ჰქონდა 300 სიტყვიანი რუსულ–ქართული ლექსიკონი.

