საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19698

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკში კრედიტის გასაიაფებლად შეეძლოთ შემოსავლისთვის,1,5%-თვის, მხოლოდ 0,5% დაეკლოთ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავალი შეადგენდა 77 396 მანეთს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავლიდან – 77 396 მანეთიდან 30 996 მანეთი შემოდიოდა სოფლის მამულების სესხებიდან, ხოლო 46 400 მანეთი – ქალაქის სესხებიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავალი 77 396 მანეთი არ იყო საკმარისი 35 000 მანეთის ხარჯი დაეფარა, სათავადაზნაურო სკოლა შეენახა, რისთვისაც 22 000 მანეთი იყო საჭირო და თან ყოველწლიური ზარალისთვისაც გადაენახათ თანხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი ილია ჭავჭავაძეს მიმართავდა, საკუთრების საქმეების მოსაგვარებლად გაეთვალისწინებინა საკუთარი გამოცდილება და ბანკის მეპატრონეების რჩევა-მოსაზრებები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 ნოემბერს რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის დამხმარე საზოგადოების კრებაზე გაიზიარეს მ. გარსევანოვის მოსაზრება და მიზანი, რომ კავკასიაში ცხოვრების დონე ყაზახეთის მსგავსად უნდა განვითარებულიყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მეათე თავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით ნიკოლოზ გოგოლის პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე აკაკი წერეთელმა წაიკითხა ლექსი, რომელმაც დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. გაბიჩვაძემ შეადგინა წიგნი „ქართული წერის დედანი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „საყურადღებო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 სექტემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ იტალიურიდან ნათარგმნ პიესას „როგორც ჰქუხს, ისე არა წვიმსს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე გაზეთ „იურიდიჩესკოე ობოზრენიეში“ კანონებს ბეჭდავდა რუსულად და შენიშვნებს ურთავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქადაგიძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამამდე სკოლაში ნორმალურად არასდროს ტარდება მეცადინეობა, ამ მხარეში არ არსებობს თანამედროვე კულტურის ნასახიც და საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს მასო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კასრაძემ შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელთათვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „სალამი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დ. ხიზანაშვილის მიერ ფშავში ჩაწერილი ხალხური „ვეფხისტყაოსანი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული თეატრის ახალი სეზონისთვის ავქსენტი ცაგარელმა დაიწყო ახალი პიესის „კარდინალ რიშელიეს“ თარგმნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე მარტვილელის წერილი „აბრეშუმის მოსალოდნელი მონოპოლიის შემოღების გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მანამდე გამოუქვეყნებელი ლექსი „განდეგილი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „რა მოგველის?“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია სოფელ „წინამხარის“ შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მწყემსის“ რუსულ განყოფილებაში დაიბეჭდა დეკანოზ ნიკოლოზ კალისტოვის წერილი საქართველოს ეგზარქოსს პალადის მოღვაწეობის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის მოსწავლეების რიცხვი სულ 51-ს შეადგენდა, საიდანაც 20-ს სათავადაზნაურო საზოგადოება სრულად აფინანსებდა, 13-ს – ნაწილობრივ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის 51 მოსწავლიდან 18 მოსწავლე საკუთარი ხარჯით სწავლობდა და იხდიდა სწავლის საფასურს ოც-ოც თუმანს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც თავადაზნაურობის საზოგადოების ხარჯზე სწავლობდნენ იხდიდნენ მხოლოდ 10-10 თუმანს.