რეგისტრირებული ფაქტები19332
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ მოსამსახურე პირების გასამრჯელოს გასასტუმრებლად და მიმდინარე ხარჯების დასაფარად, გამგეობის თანხმობით, პრეზიდიუმმა გაყიდა 900 000 მანეთის საბეჭდი ქაღალდი და მაღაზიაში დარჩენილი შუშები 2 505 000 მანეთისა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ოსმალეთის ელჩმა საქართველოში აბდულ კერიმ ფაშამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა განსაკუთრებული მისია, ოსმალეთსა და საქართველოს შორის რაც შეიძლება მალე დამყარებულიყო კეთილმეზობლური ურთიერთობა. ის ქართველებისა და საქართველოს მეგობრად მიიჩნევდა თავს, ამიტომ ყველა ღონეს იხმარდა ამ მიზნის მისაღწევად.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მარტის ხარჯების დასაფარად დამატებით კიდევ 2 ფუთი ქაღალდი უნდა გაეყიდათ. საკითხის განხილვა სხდომის წევრებმა გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის თხოვნა, რომ უფლება მიეცათ გაეყიდა რუსული ფულის ნიშნები 4 123 000 მანეთი, რომელიც ხაზინაში ინახებოდა, რადგან ფინანსთა კომისარიატმა არ დააკმაყოფილა გამგეობის შუამდგომლობა ბონების ქართულ ფულზე გადაცვლის შესახებ. ამ საკითხის განხილვა სხდომის წევრებმა გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, ვინაიდან საზოგადოება დიდ გაჭირვებას განიცდიდა მიმიდინარე ხარჯების დასაფარად გაეყიდათ შემდეგი ნივთები: ბეჭედი, საათი, საბურნუთე, ქინძისთავი და საყურეები. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ დაიბეჭდა ვახტანგ VI-ის „ქილილა და დამანა“ გრიგოლ გურიელის გამოცემითა და ილია მირიანის ძე ჭყონიას რედაქციით. წიგნის ფასი 3 მანეთი იყო და, ვინც მას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამმართველოში შეიძენდა არანაკლებ 200 ცალისა, მას წიგნი 10 შაურად დაეთმობოდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, აღესრულებინათ ფინანსთა მინისტრის წინადადება, რომ ბანკის მოვახშეებს, რომლებიც ჯარში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონოდათ, ბანკში შესატანი ფული გადაეხადათ 1877 წლის 1-ელი ივლისიდან 1878 წლის 1-ელ ივლისამდე.
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ზედამხედველობის კომიტეტისთვის მიეცათ უფლება სამსახურიდან დაეთხოვათ ის დამფასებელნი (აცენჩიკები), რომელნიც თავის მოვალეობას რიგიანად ვერ ასრულებდნენ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა წერილი გურიიდან, კერძოდ სოფელი ბახვიდან, რომელიც ახალგზარდა გოგონამ ნინა ნიკოლაიშვილმა დასაბეჭდად გამოუგზავნა გამგეობას. წერილში ის ითხოვდა, რომ არამხოლოდ ბიჭების განათლებაზე ეზრუნა მთავრობას, არამედ მისნაირ სწავლამოწყურებული გოგონებისთვისაც გაეხსნათ სასწავლო დაწესებულება, რომ მიეღო სათანადო განათლება.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ მიხეილ დაჯდებაშვილის სტატია, რომ გორის სემინარიაში არ ჰყავდათ კვალიფიცური მასწავლებლები, რომლებიც საჭირო განათლებას მისცემდნენ ბავშვებს, მისი თქმით ისინი მხოლოდ ჯამაგირისთვის მუშაობდნენ, ასევე არ იყო მოწესრიგებული მოსწავლეების კვების საკითხი, ამ შემთხვევაშიც იჩაგრებოდნენ ღარიბი მოსწავლეები და ამ ყველაფერთან ერთად მასწავლებლები ბავშვებს წკეპლით სჯიდნენ.

