საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2119

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ მოსეს ასულ არწრუნს თბილისში, ვანქის ქუჩაზე (№39), ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის მაისში გიგო გომართელს, რომელიც გომში ვაჭრობდა დუქანში ჰქონდა ოქროს ბრასლეტი, ტანსაცმელი და ფული.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ამბარცუმ და არუთინ ადამის ძე მარქაროვებს ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ნაზაროვს თბილისში, ვორონცოვის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინო ალექსანდრეს ასულ ერისთავისას ნიკოლოზის ქუჩაზე ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი გიორგის ძე რუსიევ-ყორჩიბაშევს თელავში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ბესარიონ გაბრიელის ძე თავდგირიძეს გორში ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლი, ფურნე, ბაღი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ტაბლიაშვილი თბილისში ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლობდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილსა და ლევან გიორგის ძე ჯანდიერს თელავში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ დავითის ძე გაბაევს თბილისში, ოლგას ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თებრონია გიორგის ასულ ანდრონიკოვს სიღნაღში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანა პროკლეს ასული იოსელიანი ნავთლუღში ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლობდა ფლიგელით, ბაღჩითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძეს გორში ქვითკირის ორსართულიანი დუქანი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ დავითის ძე ალელოვს გორში სამი ერთსართულიანი ქვითკირის სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მიხეილ ემილიანის ძე წერეთელს თბილისში, ლუარსაბის ქუჩაზე, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინს სოლოლაკში ქვითკირის სამსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ და თომა სტეფანეს ძე ტერ-დავიდიანცებს ერევანში, დემირბულაღის უბანში, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ სარდაფით, დუქნითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევს თბილისში, მალაკნების ქუჩაზე (№4), ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვი ახალციხეში ქვითკირის ორსართულიან და ერთსართულიან სახლებს ფლობდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს სვიმონ თევდორაძეს ხაშურში სამსართულიანი სასტუმრო „ვარშავა“ ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პროფესორ ფილატოვს ბავშვთა საავადმყოფო ჰქონდა. ექიმი ზარგარიანცი ფილატოვის კლინიკაში მუშაობდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს საბაშვილს ბათუმში დუქანი ჰქონდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან ჩუბინიძეს ზესტაფონში სამიკიტნო ჰქონდა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 5 აგვისტოს ქუთაისის ოლქის სასამართლოს დარბაზში უნდა გაეყიდათ ეკატერინე სიმონის ასული ერისთავის მამული, რომელიც სოფელ ჩოხატაურში მდებარეობდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იოსებ მელიქიშვილს სასახლის ქუჩაზე შპალერების საწყობი ჰქონდა.