საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2045

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 23 ნოემბერს რიონის სადგურთან 40 წლის ბერძენი მურად განზელოვი ლიანდაგზე დაშავდა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 4 მაისს კავკავში მიმავალმა მამა ლეონიდმა ღამე მლეთის სამრევლო სკოლის დარბაზში გაათენა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იავადმყოფა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 25 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს თბილისიდან საგურამოში მისწერა და სამეურნეო ხასიათის დარიგებები მისცა, ასევე სთხოვა, კვირა დილით ავჭალაში ცხენი დაეხვედრებინა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის ივლისის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძის სტუმრები, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, მოგზაური და მკვლევარი ჟაკ ბერტილიონი, რომაელი პროფესორი ბოსკო, მწერლები ვასილი ველიჩკო და არტურ ლაისტი მასთან ერთად საგურამოდან ზედაზნის მონასტერში გაემგზავრნენ და ხის ქვეშ, მწვანე ველზე ისადილეს.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სააღებმიცემო კომპანია „შუამავლისგან“ სურათი შეიძინა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის„Грузия“ ცნობით, სოფიო ალექსანდრეს ასულ ბუჩქიევას ჰყავდა დები – ბარაბარე ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე და ელენე ალექსანდრეს ასული მიხაილოვა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ბურდილაძე (არნო ონელი) დაიბადა 1901 წლის 1-ელ მარტს ონის რაიონის სოფელ მოედანში.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კონსტანტინე ლევანის ძე გელოვანი ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძის ნათესავი იყო.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წელს ილია ჭავჭავაძემ მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად საგურამოს ახალი სახლის აივანზე ფოტო გადაიღო.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 4 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მიიღო ტერ-მინასოვის წერილი იმის შესახებ, რომ იმ დღეს მის ვექსილს აზოვის ბანკში ვადა გასდიოდა.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წლის 27 აგვისტომდე ილია ჭავჭავაძე გრძნობდა თავდასხმის საფრთხეს, ერიდებოდა იმ აივანზე გასვლას, რომელსაც ბაღი აკრავდა, შესაძლებელი იყო ჩასაფრება და მოულოდნელად სროლა. გარდა ამისა, მასთან სტუმრად მყოფ ზაალ ჭავჭავაძეს რევოლვერი გამოართვა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 26 იანვრამდე ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „კვალის“ 1893-1895 წლების ნომრებიდან მასალა ამოიწერა და კომენტარები დაურთო.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 16 იანვრიდან ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩანაწერები გააკეთა საბანკო კრიზისის შესახებ.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს პატარძეულში.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე გიორგის ძე სულავა დაიბადა 1904 წლის 25 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ ჭაგანში.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გერცელ დავითის ძე ბააზოვი დაიბადა 1904 წლის 28 ოქტომბერს ონში.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1904 წლის 25 დეკემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიში.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ დაამთავრა ახალი სამსართულიანი სახლის მშენებლობა საგურამოში.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა წიგნების ჩამონათვალი ფასებით, რომლებიც, სავარაუდოდ, იყიდა ან უნდა ეყიდა მოსკოვის წიგნის მაღაზიაში, რომლის მისამართიც იქვეა მიწერილი.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ პროფესორ ჯოზეფ ეკშტეინის წიგნიდან „ღირსება ფილოსოფიასა და სამართალში“ ბეჭდვითი სიტყვის შესახებ ციტატები ამოიწერა და გვერდები მიუთითა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ რუსული ჟურნალებიდან „ნოვოე ვრემია“ და „სელსკოე ხოზაისტვო“ მისთვის საინტერესო თემები ჩაინიშნა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა, ვისთვის რა თანხა ჰქონდა მისაცემი და ვისგან რამდენი – ასაღები.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1863 წელს ილია ჭავჭავაძის თხოვნით პეტერბურგის უნივერსიტეტის მმართველობამ გაუგზავნა მას მოწმობა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ მეცნიერებათა კურსის მოსმენის შესახებ, მაგრამ რადგან მე-4 კურსიდან გამოვიდა, მოწმობის მიხედვით, სამოქალაქო სამსახურში შესვლის შემთხვევაში უფლება ჰქონდა, მხოლოდ მეორე თანრიგის მოხელედ ემუშავა.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სოლომონ მაქსიმეს ძე ცაიშვილი დაიბადა 1900 წლის 26 თებერვალს ზუგდიდის მაზრის სოფელ ცაიშში.