რეგისტრირებული ფაქტები18845
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1830
ტიპი: ავტორობა
1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წლის 31 ივლისიდან 6 აგვისტომდე ქოლერის ეპიდემიამ 238 ადამიანი იმსხვერპლა თბილისში.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ.-ს სტატია კახეთში არსებული სკოლების შესახებ. მისი გადმოცემით კახეთში საკმაოდ ბევრი სკოლა დაარსდა რაც მოსახლეობისთვის სასიხარულო ფაქტი იყო, თუმცა სკოლებში მუშაობდნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც შესაბამის განათლებას ვერ მისცემდნენ მოსწავლეებს.
1830
ტიპი: ავტორობა
1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. მინისტრის რჩევით უნდა შექმნილიყო ცენტრალური კომისია, რომლის ხელმძღვანელიც იქნებოდა გენერალი ან სენატორი. კომისიის ხელმძღვანელი უნდა დაკავშირებოდა საქართველოს მთავარმართებელ ივანე პასკევიჩს, ორენბურგის სამხედრო გუბერნატორ სუხტელენსა და სენატორ ლავროვს. მათ ერთობლივი ძალით უნდა აღმოეფხვრათ ქოლერა.
1830
ტიპი: ავტორობა
1830 წლის 27 სექტმბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი განკარგულება სამთავრობო სენატისადმი, რომელიც ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის კავკასიის რეგიონში გამგზავრებას, იქ გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღმოსაფხვრელად.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ჯეჯილის“ რედაქტორის ანასტასია წერეთლის მოხსენება: ის საზოგადოებას გამოსაცემად უთმობდა გ. წერეთლის თხზულებებს – „ჩვენი ძველი გმირები“ და „ლომკაცი“. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის მოგვარება წიგნების გამომცემელ სექციას მიენდო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მაღაზიისა და კანცელარიის მომსახურეთა თხოვნა ანაზღაურების 50%-ით გაზრდის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით თითოეულ მომსახურეს უნდა მომატებოდა თვეში 150 მანეთი. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა თხოვნა, რომ საზოგადოების ყველა გამოცემა მხოლოდ ამ კავშირის ბიუროსთვის გაეგზავნათ. აღნიშნული კავშირი აპირებდა საზოგადოების გამოცემების მონოპოლიას. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადო კრების დაუკითხავად არ ისურვა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა მაზრის ექიმმა, რომელმაც სანიტარული თვალსაზრისით წესების დაცვა დაადასტურა. სკოლაში გადამდები დაავადება არ ყოფილა, არავინ გარდაცვლილა რაიმე ავადმყოფობით. თუ რომელიმე მოსწავლე ავად ხდებოდა, მასწავლებლის რჩევით მანგლისიდან იწვევდნენ ექიმს.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში გაკვეთილები მიმდინარეობდა ამგვარად: 1-ლ განყოფილებაში დღეში 3 გაკვეთილი, მე-2 და მე-3 განყოფილებაში – დღეში 4, პირველი სამი გაკვეთილი საერთო იყო, მეოთხე გაკვეთილი კი 1-ლი განყოფილების დათხოვნით. ქართული და რუსული ტარდებოდა ყოველდღე, ანგარიში – კვირაში 4-ჯერ, საღვთო სჯული (გალობის დამატებით) – 2-ჯერ. სადილის შემდეგ დამატებით ტარდებოდა ხელსაქმის გაკვეთილი, რომლის დროსაც ვაჟებს ეკითხებოდათ საყმაწვილო წიგნები.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლას შეკეთება არ დასჭირვებია და არაფერი დახარჯულა არც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, არც სოფლის მხრიდან. სასურველი იქნებოდა სკოლის აივნის შეკეთება და გაფართოება, საკლასო დაფის შეღებვა. მასწავლებელი ასევე გამგეობას სთხოვს მასალის მიცემას ხელსაქმისთვის, რადგან ამის გამო მოსწავლეებმა ნაკლები იმუშავეს, მოქსოვეს 4 წყვილი წინდა, შარშანდლიდან დარჩენილი ძაფით, შეკერეს რამდენიმე საბალიშე და მოქსოვეს არშიები ყაისნაღით.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე წერს, რომ მან იცოდა, მოსწავლეთა უმეტესობა მარტამდე მიატოვებდა სკოლას, ამიტომ ცდილობდა, მარტამდე შეესწავლათ ბავშვებს მასალა, რის გამოც შუადღის მერეც ატარებდა გაკვეთილებს. ის აპრილსა და მაისში ცალკე გაკვეთილებს ნიშნავდა გამოცდების მოსამზადებლად.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, რაიმე ძალა მისცენ, რომ მშობლებს არ ჰქონდეთ უფლება სკოლიდან ვადაზე ადრე გაიყვანონ მოსწავლე. ის თავის მხრივ, მშობლებს ეუბნებოდა, რომ მათ ეკისრებათ 5 მან. სოფლის სასარგებლოდ, მაგრამ შემდეგში ეს ხერხი არ გამოდგებოდა, რადგან მიხვდებოდნენ, რომ ცარიელი სიტყვები იყო. მისი სიტყვებით, მასწავლებელი ზნეობრივი ტანჯულია აპრილსა და მაისში, როდესაც 50 მოსწავლიდან კლასში შემოდის 20, ბევრჯერ კი – 15.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ გამგეობას ეკითხება, რომ როდესაც საზოგადოებამ ცხადად დაინახა მოსწავლეთა უმეტესობის მიერ სკოლის დატოვება სასწავლო წლის დამთავრებამდე, რატომ არ ათვალიერებენ სკოლას მაისის ნახევრამდე, როდესაც მასწავლებელს შეუძლია, როგორმე შეაკავოს მოსწავლეთა ნაწილი.
1897
ტიპი: ავტორობა
წყარო „თონეთის სახალხო სკოლის მასწავლებლის ანგარიშები და პროგრამები“ (ტომი II) შეიცავს მასწავლებელ თამარ ჯორჯაძის მიერ შედგენილ 1896-97 სასწავლო წლის ანგარიშს და სასწავლო პროგრამებს, ანგარიშის სავარაუდო თარიღია 5 მაისიდან 10 ივნისამდე, ხოლო პროგრამებისა – 5 მაისი. მცირე შემოკლებით ამავე ანგარიშს შეიცავს წყარო „მიწერ-მოწერა სკოლის მასწავლებელ თ. ჯორჯაძესთან და ამ უკანასკნელის ანგარიში სკოლის მუშაობის შესახებ“ (ტომი I).
1897
ტიპი: ავტორობა
1896-97 სასწავლო წლის მაისი-ივნისის ანგარიშში მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში შემდეგი წლისთვის ტოვებს წიგნებს და რვეულებს, შეცდომით გამოგზავნილ რვეულებს აბრუნებს უკან გამოსაცვლელად. რადგან ბევრი სკოლაში წიგნების მისაღებად შემოდიოდა და შემდეგ სკოლას ტოვებდა, ამის გამო მან გადაწყვიტა, „ბუნების კარი“ და სხვა წიგნებიც გარდა „დედაენისა“ საკუთრებაში არ მიეცათ მოსწავლეებისთვის, ან უკან გამოერთმიათ. 12 ცალი უხმარი „ბუნების კარი“ სკოლაში ინახებოდა , რადგან იმ წელს მე-3 განყოფილებაში ბევრმა არ გააგრძელა სწავლა.
1830
ტიპი: ავტორობა
1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კავკასიის ოლქის უფროსს გაუგზავნა სამედიცინო საბჭოს რეკომენდაციები, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ ქოლერისგან თავის დასაცავად და დაავადებულთა მკურნალობის დროს.