საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18845

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს 12 მაისს დანიშნული საზოგადოების რწმუნებულთა არშემდგარი კრების საკითხი. გამგეობას დაევალა კრება უფრო მოსახერხებელ დროს დაენიშნა, რომ რეგიონების განყოფილების რწმუნებულებს დასწრება შეძლებოდათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს თხოვნა მათთვის საზოგადოების წიგნსაცავის ყველა გამოცემული და გამოსაცემი წიგნის ორ-ორი ცალის უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ტრამვატოლოგიური ინსტიტუტის თხოვნა სახალხო წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ტრამვატოლოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკისთვის ოცი მანეთის წიგნები მიეცა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართველ მსახიობთა კავშირის გამგეობის თხოვნა. ისინი გეგმავდნენ მსახიობ ვიკტორ გამყრელიძის 30 წლის მოღვაწეობის აღნიშვნას. საზოგადოების გამგეობას სთხოვდნენ მათთვის 25 მაისამდე ეცნობებინა რა სახით მიიღებდა აღნიშნულ სადღესასწაულო იუბილეში მონაწილეობას. საკითხის განხილვა გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ი. ბაქრაძის მოხსენების განხილვა გიორგი ზდანოვიჩის ანდერძის შესახებ გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის წინადადება მისგან „მეხის ამბის“ ხუთი კლიშის 35 მანეთად შეძენის შესახებ. აღნიშნული წიგნი ავტორისგან (გრ. შარაშიძისაგან) უკვე შეძენილი იყო და იბეჭდებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა კლიშეები 35 მანეთად შეეძინა თუ გაფუჭებული არ იქნებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გერმანიაში „ქართველ ტყვეთა დამხმარე“ კომიტეტის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. საკითხის გადაწყვეტა გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა დროებით საბეჭდავი მანქანის თხოვნის შესახებ. გამგეობამ პრეზიდიუმის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გნიხილეს გ. ზდანოვიჩის ანდერძის საკითხი. ზდანოვიჩის ანდერძის აღმსრულებლები ითხოვდნენ ნაანდერძევი სახლის გაყიდვის ნებართვას ქუთაისში. გამგეობამ საკითხზე თანხმობა განაცხადა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება: გამარტივებული ანბანის შესადგენად მოეწვია სპეციალური კომისია. თანახმა იყო დროებით საქველმოქმედო საზოგადოების საბეჭდი მანქანის ქართული შრიფტი გამოეყენებინა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართულ ცხენოსანთა სათადარიგო პოლკის უფროსის თხოვნა ჯარისკაცებისთვის სახალხო საკითხავი წიგნების მიწოდების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათთვის 30 მანეთის წიგნები გაეგზავნათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სიღნაღის განყოფილების გამგეობის შუამდგომლობა, 1918 წლის პირველი იანვრიდან ნუკრიანის სკოლის ორი პედაგოგის ანაზღაურების შესავსებად მთავრობის მიერ გაწეული დახმარებიდან გადაედოთ საჭირო თანხა. მთავრობის დახმარება მხოლოდ მთავრობის სკოლებზე ვრცელდებოდა და სპეციალური დანიშნულება გააჩნდა, ამიტომ სიღნაღის განყოფილებას თხოვნაზე უარი ეთქვა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. კავთელის სტატია, რომ საგარეჯოში ადამიანები ციებ-ცხელებითა და წითელათი ავადდებოდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 ოქტომბერს ჯარის უფროსმა ს. ორბელიანმა თელავის მოსახლეობას დეპეშით აუწყა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ყარსიდან მუხთარ-ფაშას მხედრობა განდევნეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი ჯორჯაძემ არაერთხელ სთხოვა სოფელ ნაფარეულის თავკაცს, რომ დიდოელებიდან მომავალ გზებზე ყარაულები დაეყენებინა, რომ მათ მოსახლეობისთვის საქონელი არ მოეპარათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომელშიც აღწერა თუ როგორ იმგზავრა მატარებლით სურამიდან თბილისამდე და როგორ ექცეოდნენ კონდუქტორები გლეხ მგზავრებს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომელშიც აღწერა მისი შთაბეჭდილებები მცხეთის ეკლესიის შესახებ, რომელიც ახალციხესთან ახლოს მდებარე საფარის ეკლესიას შეადარა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია სასწავლებლების არსებობის აუცილებლობაზე. კერძოდ, საუბარია კახეთში დაარსებულ სასწავლებლებზე რომელთა გასამართად ადგილობრივი დიდგვაროვნები და მთავრობის წარმომადგენლები არაფერს აკეთებდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, ცოდნა და შეგნება იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სასწავლებლების არსებობა. განათლების მიღება ერთგვარი „მოდა“ იყო. ცოდნის გამოყენებაზე და ამით შემოსავლის მიღებაზე არცკი ფიქრობდა საზოგადოება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომელშიც ადასტურებს, რომ ალექსანდრე ვახვახიშვილის წინააღმდეგ მან შეიტანა საჩივარი თელავის მომრიგებელ მოსამართლესთან და უარყოფს თითქოსდა მას 13 მოწმე ჰყავდა მის წინააღმდეგ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თელავში მოღვაწე სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომლის თანახმად მოსახლეობისგან აღებული თანხით ის აპირებდა ეკლესიისთვის კანკელის აშენებას, მაგრამ კალატოზებს ეგონათ, რომ ძველი კანკელი ნაკურთხი იყო და მისი დანგრევა შეეშინდათ. ამიტომ გაჭიანურდა ახალი კანკელის აშენება და არა იმის გამო, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა მან ეს თანხა, როგორც ალექსანდრე ვახვახოვი ამბობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ქუჩიშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების შესახებ. საკითხის საბოლოო განხილვა გადაიდო. 30 ივლისის სხდომაზე კი გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის დახმარების სახით 100 მანეთი მიეცა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია, რომ ახმეტაში მცხოვრებ გლეხებს მამასახლისები და მათი ხელქვეითები ვალის გადაუხდელობის გამო ოჯახში უვარდებოდნენ და თანხის სანაცვლოდ პური, ქვაბი და სხვა ნივთები გაჰქონდათ, რომლებსაც დუქნებში აგირავებდნენ, აღებული თანხით კი არაყსა და ღვინოს ყიდულობდნენ. დაგირავებული ნივთები 2 კვირის განმავლობაში მედუქნესთან ინახებოდა და თუ მეპატრონე თავის კუთვნილ ნივთს ვერ გამოისყიდდა, მედუქნე მათ თელავში გზავნიდა გასაყიდად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ოლღა ჭავჭავაძის თხოვნა დახმარებების მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით მას უნდა მომატებოდა თვეში 25 მანეთი. ის ას მანეთს მიიღებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია, რომ 15 აგვისტოს კახეთში წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაულს დაესწრო, რომელსაც მოსახლეობა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდა. ღონისძების შემდეგ ეკლესიაში შევიდა, საიდანაც გამოსულს გზად მღვდელი შეხვდა და მოუთხრო თუ რა დიდ შემოსავალს იღებდა ეს ეკლესია ხალხისგან, რომელსაც ბლაღოჩინი თავის სასარგებლოდ იყენებდა.