რეგისტრირებული ფაქტები18834
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სურამის მახლობლად ტყის პირას გაშლილი იყო 31-ე და 34-ე თეთრი კარვები ავადმყოფებისათვის. აქედან ერთ-ერთი კარვის გადატანას გორში აპირებდნენ, ხოლო მეორესთვის ახალი სახლი უნდა აეშენებინათ ზამთარში ავადმყოფების შესაფარებლად.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს, რომ უგზავნის 50 მანეთს თებერვლისა და მარტის ხელფასის ანგარიშში, ხოლო 10 მანეთი მისცეს ქალს, რომელმაც წარმოადგინა ჯორჯაძის წერილი ერთი თუმნის გადაცემის შესახებ. ჯამში მას ექნება მიღებული 60 მანეთი.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის თებერვალში თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს შემდეგ ნივთებს: 150 ცალი სამხაზიანი რვეული ქართული წერისათვის, (ორხაზიანი მეშველი ხაზით), 10 ცალი ერთხაზიანი რვეული, 1 კოლოფი კალმები, მაგრამ სხვანაირი და არა ადრე გაგზავნილი. ის სწერს, რომ ეს ნივთები ძალიან საჩქარო არ იყო და ამიტომ მამა პართენ ცაგარლისთვის გაეტანებინათ.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ თონეთის სკოლას სწავლის დამთავრებამდე მოაკლდა მოსწავლეები: 10 მოსწავლე სრულიად გავიდა, ან სამუშაოდ გავიდა მარტის პირველ რიცხვებშივე. I განყოფილებიდან გავიდა 7 სრულიად, 3 ავადმყოფობის გამო და დანარჩენი დედის დასახმარებლად. II განყოფილებიდან – 2 სრულიად გავიდა და 3 სამუშაოდ, III განყოფილებიდან – 1 გავიდა სამუშაოდ. მაისში სკოლაში დადიოდა მხოლოდ 35 მოწაფე: I განყოფილებაში – 15, II განყოფილებაში – 17 და III განყოფილებაში – 3.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, რომელშიც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. მეფე გიორგის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში გადაუსვენებიათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის ინვარში ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ ორგანიზებულმა ჟიურიმ დაადგინა არქიტექტორ ტერ-მიქელოვის მიერ შესრულებული 100-რუბლიანი ბონის ნახატი. ბონის ერთ მხარეს იყო წარწერა „100 რუბლი", „გაყალბება მკაცრად ისჯება", მეორე მხარეს – იგივე წარწერა ქართულ, სომხურ და თათრულ ენებზე.
1830
ტიპი: ავტორობა
1830 წლის 27 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ი. შოსტენკოს კრიტიკა, რომელიც ეხებოდა იმავე გაზეთის მესამოცე ნომერში დაბეჭდილ სტატიას „შეცდომები კავკასიის მხარის გეოგრაფიულ აღწერილობაში“. შოსტენკოს თქმით, სტატიაში რედუტ-კალეს ნავსადგური მოხსენიებული იყო იმერეთში, თუმც იმერეთის არც ერთი ნაწილი ზღვაზე არ გადიოდა და არც ნავსადგური რედუტ-კალე არსებობდა იქ, არამედ – სამეგრელოში.