საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19332

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1876

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1876 წლის 1-ლი იანვრისთვის თიანეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე 354 წევრმა საწევრო თანხა შეიტანა, რამაც ჯამში 3542 მანეთი და 60 კაპიკი შეადგინა. ხელს აწერენ მმართველები: მ. შიუკოვი, გ. გოჯიევი და ს. ფიცხელაური.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრისთვის თიანეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ნაღდი ფულის სახით 2255 მანეთი ჰქონდა. ხელს აწერენ მმართველები: მ. შიუკოვი, გ. გოჯიევი და ს. ფიცხელაური.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრისთვის თიანეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას თბილისის სავაჭრო ბანკში 103 მანეთი და 50 კაპიკი ჰქონდა. ხელს აწერენ მმართველები: მ. შიუკოვი, გ. გოჯიევი და ს. ფიცხელაური.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრისთვის თიანეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების ანგარიშზე 221 მანეთი ჰქონდა. ხელს აწერენ მმართველები: მ. შიუკოვი, გ. გოჯიევი და ს. ფიცხელაური.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ეღების კარი გაზაფხულისა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის ანგარიშზე წევრთა მიერ შეტანილი თანხა 176 მანეთი და 50 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას გასესხებული ჰქონდა 142 მანეთი. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ზარალი 10 მანეთი და 84 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ჰქონდა 20 მანეთის ღირებულების ინვენტარი. ცნობას ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ საწევრო თანხა 627 მანეთი და 50 კაპიკი მიიღო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სარგებელი გასესხებული თანხიდან 48 მანეთი და 99 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას სესხის სახით აღებული თანხა, 217 მანეთი, დაუბრუნეს. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სამმართველოს ხარჯი 37 მანეთი და 25 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წმინდა მოგება 11 მანეთი და 75 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას გასესხებული ჰქონდა 561 მანეთი. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ნაღდი ფულის სახით 57 მანეთი და 65 კაპიკი ჰქონდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაბრიელ სუნდუკიანცი აპირებს თავისი თხზულების, „პეპოს“  ქართულად თარგმნას და შემდეგ დაბეჭდვას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანის თხზულებიდან „ქართველთა ცხოვრება“ ამოღებული ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ვარლამ ბურჯანაძე მიიჩნევდა, რომ: ატენის, ვარიანის, საგურამოს, ყალამშის, წერაქვის, ნავთლუღის, ზუგდიდის, წინარეხის, მოიდანახეს, გერგეთისა და შრომის სკოლების პედაგოგებს ანაზღაურება უნდა მომატებოდათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განხილული ვარლამ ბურჯანაძის მოხსენების მიხედვით, ატენის სკოლის დახურვის მთავარი მიზეზი სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის მიერ სკოლის შენობის რეკვიზიცია გახდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივლიანე გოგოლაშვილის თხოვნა დახმარების გაზრდის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მისთვის 1918 წლის განმავლობაში 420 მანეთის ნაცვლად 600 მანეთი უნდა დაენიშნათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კორექტორ ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთლის მოხსენება ქაღალდის შეძენის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს უშაფათ-ფოცხო-ლესიჭინის ირაკლი გიორგის ძე წერეთლის სახელობის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თხოვნა წიგნებით დახმარებით შესახებ. საკითხი დასამუშავებლად სათანადო სექციას უნდა გადასცემოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა „ვეფხსიტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემის 25 მანეთად დათმობის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას „ვეფხისტყაოსნის“ აღნიშნული გამოცემა ექვს თუმნად უნდა დათმობოდა.