რეგისტრირებული ფაქტები33279
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ თონეთის სკოლის პედაგოგი ერთი თვის ჯამაგირით დაეჯილდოვებინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საზოგადოებისთვის ვერაზე ორსართულიანი სახლი შეეძინათ, მაგრამ არასაკმარისი თანხის გამო მისი წინადადება არ დააკმაყოფილეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 7 დეკემბერს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა წერილით აცნობა ილია ჭავჭავაძეს თავად-აზნაურთა კრების გადაწყვეტილება სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გაცემასთან დაკავშირებით.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს მიტროფანე ლაღიძემ გოლოვინის პროსპექტზე გახსნა გამაგრილებელი წყლების საფირმო ქარხანა, რომელზეც ქართული წარწერა რუსულის ზემოთ განათავსა. ამის გამო დაჭერა ემუქრებოდა და ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით გაათავისუფლეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 19 სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს შეახსენა, აღეძრა შუამდგომლობა სახელმწიფო საბჭოში თბილისის გუბერნიის მიწათმფლობელებისთვის კიდევ ერთი წევრის დამატების უფლების მისაცემად.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 17 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გახსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ წესდებაში შესატანი ცვლილებები, მაგრამ თავმჯდომარეობა ნიკოლოზ ცხვედაძეს გადააბარა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 9 დეკემბერს ანტონ ფურცელაძემ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, 10 დეკემბერს მისულიყო თბილისის საადგილმამულო ბანკში, სადაც შეიკრიბებოდნენ თავადაზნაურობის მარშლები და დეპუტატები.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ივანე ჯავახიშვილის ლექციას საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესახებ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 14 მაისს ელისაბედ მდივანმა-წულუკიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 1-ელ იანვარს ქ. თელავში თელავის „დესეტნიკმა" ჯაშიაშვილმა რევოლვერით სახეში დაჭრა თიანეთის მაზრიდან დროებით ჩამოსული თუში ქადაგიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921-24 წლებში სიმონ ჩიქოვანი მსახურობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კესარია ჟღენტი-ღლონტისამ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ბაბილინა ვახტანგის ასულმა ჯაყელი-ბებურიშვილმა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ეკატერინე ციციანოვა-მაჭავარიანისამ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ეკატერინე კონსტანტინეს ასულმა ჯაფარიძე-ნაკაშიძემ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 14 მაისს ელისაბედ მდივანმა-წულუკიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939 წელს სიმონ ჩიქოვანი სამწერლო მოღვაწეობისთვის შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.
1946
ტიპი: ღონისძიება
1946 წელს სიმონ ჩიქოვანი სამწერლო მოღვაწეობისთვის ლენინის ორდენით დააჯილდოვეს.
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს სიმონ ჩიქოვანს მიენიჭა სტალინური პრემია ნაწარმოებებისთვის: „სიმღერა დავით გურამიშვილზე“, „გორი“, „ქართლის სიმღერები“, „გამარჯვების დღესასწაული“, „ვინა სთქვა საქართველოზე“.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო კანცელარიამ დიმიტრი სოლსკის დავალებით აცნობა, რომ მასთან წარსადგენად მარიას სასახლეში უნდა გამოცხადებულიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იონა მეგრელიძე წავიდა თბილისში, სადაც ხან დაწესებულებებში მსახურობდა, ხან კი ფიზიკური შრომით უწევდა თავის რჩენა.

