რეგისტრირებული ფაქტები17744
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 2 დეკემბერს ფცის მღვდელი, იოანე მასურიძე თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე თბილისის სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელმა, ვ. ი. ლისნევსკიმ თანამდებობა დატოვა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გრიგოლ პავლიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის მარტში ქალაქ თელავის თვითმართველობაში მონაწილეობდა 15 ხმოსანი. მოურავი იყო მიხეილ თათუზოვი, მოურავის თანაშემწე – ბ. ა. ტერ-სარქისოვი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 20 იანვარს ბობნევის სამრევლოს მედავითნე და მთავარი დიაკონი მოსე კავკასიძე დაითხოვეს საეკლესიო რიტუალების ხშირად გაცდენის გამო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 13 იანვარს დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე, ვასილ ლომაური არბოს მრევლის მედავითნედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 13 იანვარს მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე მიხეილ დავითაშვილი დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ქალაქ ყარსის სასწავლებლის პედაგოგი ბაქრაძე კოლეგიის ასესორი გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით თბილისის მე-3 გიმნაზიის მასწავლებელი, ჯარშეიშვილი „ნადვორნი სოვეტნიკი“ გახდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ნ. ა. შავროვი კავკასიის ფუტკრის მომშენებელი სამმართველოს თავმჯდომარე იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე იყო კ. ფ. ბრიოშნოვსკი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. შანშიაშვილი მუშაობდა სასამართლო მოხელედ.
1816
ტიპი: თანამდებობა
1816 წლის 12 ოქტომბერს გენერალ-ლეიტენანტმა ალექსი პეტრეს ძე ერმოლოვმა საქართველოს მმართველის ფუნქციების შესრულება დაიწყო.
1817
ტიპი: თანამდებობა
1817 წლის 17 აპრილს გენერალ-ლეიტენანტი ალექსი პეტრეს ძე ერმოლოვი სპარსეთს გაემგზავრა ელჩად.
1826
ტიპი: თანამდებობა
1826 წლის ივლისში გენერალ-ლეიტენანტი გიორგი არსენის ძე ემანუელი დაინიშნა კავკასიური ხაზის ჯართა ხელმძღვანელად.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წლის მაისში პორუჩიკი ყორღანოვი იყო კავკასიური ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წლის ოქტომბერში გენერალ-ადიუტანტი ალექსანდრე ივანეს ძე ნეიდგარტი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელად.
1844
ტიპი: თანამდებობა
1844 წლის 27 დეკემბერს გენერალ-ადიუტანტი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი ცალკეული კავკასიური კორპუსის მთავარსარდლად დაინიშნა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წლის 13 ნოემბერს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ბრძანებულებით გენერალ-მაიორი დავით ლევანის ძე დადიანი სამეგრელოს მთავრად დაინიშნა.
1821
ტიპი: თანამდებობა
1821 წლის პირველ ოქტომბერს არქიეპისკოპოსი იონა დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.

