საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19332

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სიტყვა ირაკლი წერეთლის საპასუხო“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სათადარიგო თანხა 20 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნ. დიასამიძე, ივანე კლიმიევი, გლახა ბეჟანაშვილი, გოგია კავლელაშვილი, გიორგი მამაცოვი, მიხეილ კლიმიევი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას დაუბრუნეს სესხად აღებული თანხა 1000 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნ. დიასამიძე, ივანე კლიმიევი, გლახა ბეჟანაშვილი, გოგია კავლელაშვილი, გიორგი მამაცოვი, მიხეილ კლიმიევი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას გასესხებული ჰქონდა 1433 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნ. დიასამიძე, ივანე კლიმიევი, გლახა ბეჟანაშვილი, გოგია კავლელაშვილი, გიორგი მამაცოვი, მიხეილ კლიმიევი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ სესხად აღებული თანხის სარგებელი 1 მანეთი და 38 კაპიკი გადაიხადა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნ. დიასამიძე, ივანე კლიმიევი, გლახა ბეჟანაშვილი, გოგია კავლელაშვილი, გიორგი მამაცოვი, მიხეილ კლიმიევი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ სესხად აღებული თანხის სარგებელი 30 მანეთი გადაიხადა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნ. დიასამიძე, ივანე კლიმიევი, გლახა ბეჟანაშვილი, გოგია კავლელაშვილი, გიორგი მამაცოვი, მიხეილ კლიმიევი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სალაროში 235 მანეთი და 8 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნ. დიასამიძე, ივანე კლიმიევი, გლახა ბეჟანაშვილი, გოგია კავლელაშვილი, გიორგი მამაცოვი, მიხეილ კლიმიევი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ზავის პერსპექტივები“.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წელს ქოლერა რუსეთის იმპერიაში შემოსულა სპარსული ქალაქებიდან: რეთა, ზინზილახი და თავრიზი.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, ელიზავეტპოლის ოლქიდან ეპიდემია მტკვრის დინების მიმართულებით გავრცელებულა და 1830 წლის 27 ივლისს თბილისის მიდამოებამდე მოუღწევია.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წლის 31 ივლისიდან 6 აგვისტომდე ქოლერის ეპიდემიამ 238 ადამიანი იმსხვერპლა თბილისში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ.-ს სტატია კახეთში არსებული სკოლების შესახებ. მისი გადმოცემით კახეთში საკმაოდ ბევრი სკოლა დაარსდა რაც მოსახლეობისთვის სასიხარულო ფაქტი იყო, თუმცა სკოლებში მუშაობდნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც შესაბამის განათლებას ვერ მისცემდნენ მოსწავლეებს.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. მინისტრის რჩევით უნდა შექმნილიყო ცენტრალური კომისია, რომლის ხელმძღვანელიც იქნებოდა გენერალი ან სენატორი. კომისიის ხელმძღვანელი უნდა დაკავშირებოდა საქართველოს მთავარმართებელ ივანე პასკევიჩს, ორენბურგის სამხედრო გუბერნატორ სუხტელენსა და სენატორ ლავროვს. მათ ერთობლივი ძალით უნდა აღმოეფხვრათ ქოლერა.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის 1830 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებული ანგარიშის ასლი. ანგარიში ეხებოდა იმ ზომებს, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი რესკრიპტი კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების შესახებ.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 27 სექტმბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი განკარგულება სამთავრობო სენატისადმი, რომელიც ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის კავკასიის რეგიონში გამგზავრებას, იქ გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღმოსაფხვრელად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ჯეჯილის“ რედაქტორის ანასტასია წერეთლის მოხსენება: ის საზოგადოებას გამოსაცემად უთმობდა გ. წერეთლის თხზულებებს – „ჩვენი ძველი გმირები“ და „ლომკაცი“. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის მოგვარება წიგნების გამომცემელ სექციას მიენდო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მაღაზიისა და კანცელარიის მომსახურეთა თხოვნა ანაზღაურების 50%-ით გაზრდის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით თითოეულ მომსახურეს უნდა მომატებოდა თვეში 150 მანეთი. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა თხოვნა, რომ საზოგადოების ყველა გამოცემა მხოლოდ ამ კავშირის ბიუროსთვის გაეგზავნათ. აღნიშნული კავშირი აპირებდა საზოგადოების გამოცემების მონოპოლიას. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადო კრების დაუკითხავად არ ისურვა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა მაზრის ექიმმა, რომელმაც სანიტარული თვალსაზრისით წესების დაცვა დაადასტურა. სკოლაში გადამდები დაავადება არ ყოფილა, არავინ გარდაცვლილა რაიმე ავადმყოფობით. თუ რომელიმე მოსწავლე ავად ხდებოდა, მასწავლებლის რჩევით მანგლისიდან იწვევდნენ ექიმს.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში გაკვეთილები მიმდინარეობდა ამგვარად: 1-ლ განყოფილებაში დღეში 3 გაკვეთილი, მე-2 და მე-3 განყოფილებაში – დღეში 4, პირველი სამი გაკვეთილი საერთო იყო, მეოთხე გაკვეთილი კი 1-ლი განყოფილების დათხოვნით. ქართული და რუსული ტარდებოდა ყოველდღე, ანგარიში – კვირაში 4-ჯერ, საღვთო სჯული (გალობის დამატებით) – 2-ჯერ. სადილის შემდეგ დამატებით ტარდებოდა ხელსაქმის გაკვეთილი, რომლის დროსაც ვაჟებს ეკითხებოდათ საყმაწვილო წიგნები.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლას შეკეთება არ დასჭირვებია და არაფერი დახარჯულა არც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, არც სოფლის მხრიდან. სასურველი იქნებოდა სკოლის აივნის შეკეთება და გაფართოება, საკლასო დაფის შეღებვა. მასწავლებელი ასევე გამგეობას სთხოვს მასალის მიცემას ხელსაქმისთვის, რადგან ამის გამო მოსწავლეებმა ნაკლები იმუშავეს, მოქსოვეს 4 წყვილი წინდა, შარშანდლიდან დარჩენილი ძაფით, შეკერეს რამდენიმე საბალიშე და მოქსოვეს არშიები ყაისნაღით.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე წერს, რომ მან იცოდა, მოსწავლეთა უმეტესობა მარტამდე მიატოვებდა სკოლას, ამიტომ ცდილობდა, მარტამდე შეესწავლათ ბავშვებს მასალა, რის გამოც შუადღის მერეც ატარებდა გაკვეთილებს. ის აპრილსა და მაისში ცალკე გაკვეთილებს ნიშნავდა გამოცდების მოსამზადებლად.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, რაიმე ძალა მისცენ, რომ მშობლებს არ ჰქონდეთ უფლება სკოლიდან ვადაზე ადრე გაიყვანონ მოსწავლე. ის თავის მხრივ, მშობლებს ეუბნებოდა, რომ მათ ეკისრებათ 5 მან. სოფლის სასარგებლოდ, მაგრამ შემდეგში ეს ხერხი არ გამოდგებოდა, რადგან მიხვდებოდნენ, რომ ცარიელი სიტყვები იყო. მისი სიტყვებით, მასწავლებელი ზნეობრივი ტანჯულია აპრილსა და მაისში, როდესაც 50 მოსწავლიდან კლასში შემოდის 20, ბევრჯერ კი – 15.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ გამგეობას ეკითხება, რომ როდესაც საზოგადოებამ ცხადად დაინახა მოსწავლეთა უმეტესობის მიერ სკოლის დატოვება სასწავლო წლის დამთავრებამდე, რატომ არ ათვალიერებენ სკოლას მაისის ნახევრამდე, როდესაც მასწავლებელს შეუძლია, როგორმე შეაკავოს მოსწავლეთა ნაწილი.