რეგისტრირებული ფაქტები19332
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1830
ტიპი: ავტორობა
1830 წლის პირველი ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების თანახმად, იმ ნომრიდან მოყოლებული გაზეთის ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში დაიბეჭდებოდა გაზეთის ნომრები, რომლებიც ფოსტით გაიგზავნა სხვადასხვა ქალაქში და მათი გაგზავნის დრო, ასევე ცნობები რუსეთიდან გამოგზავნილი პერიოდული გამოცემების შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის თხოვნა, რომ ბათუმში ქართული სკოლა ისევ გახსნილიყო. თუ სკოლის გახსნა ვერ მოხერხდებოდა, მაშინ გამგეობას სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე უნდა აღეძრა შუამდგომლობა, ბათუმის სკოლის მასწავლებლებისთვის მიეცათ შესაფერისი ადგილი ქუთაისში ან თბილისში. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი ბათუმის ბედის გადაწყვეტის შემდეგ უნდა განეხილათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით სოფელ ვეჯინში დაარსდა საზოგადოების განყოფილება. შემოიტანეს საწევრო და თხოულობდნენ დამტკიცებას. გამგეობამ გადაწყვიტა ვეჯინის განყოფილება დაემტკიცებინა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კორექტორის მოხსენება წიგნთა საწყობისთვის საჭირო ოთახების დაქირავების შესახებ. გამგეობამ კორექტორის წინადადება მიიღო და სამი ოთახის დაქირავება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლეო შენგელაია-ქიაჩელის თხოვნა მისგან შეეძინათ „ტარიელ გოლუა“ 80 ცალი ყდით და 48 ცალი უყდო, სულ 288 მანეთის ღირებულების. გამგეობის გადაწყვეტილებით ქიაჩელისგან უნდა შეეძინათ წიგნების ნახევარი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ გ. ი.-ს სტატია, რომ თბილისის სამხედრო გიმნაზიაში ძირითადად მდიდრების შვილები სწავლობდნენ, რადგან ღარიბებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი შვილები სათანადოდ მოემზადებინათ გამოცდების ჩასაბარებლად. აქედან გამომდინარე თბილისის სამხედრო გიმნაზიის დაარსებით ღარიბ მოსახლეობას ხარჯისა და ზიანის მეტი არაფერი მომატებია.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ გ. ი-ს სტატია, რომ თბილისის სამხედრო გიმნაზიის დაარსების შემდეგ არაერთი მშობელი ამზადებდა თავის შვილს გიმნაზიაში ჩასარიცხად, ჩამოჰყავდა თბილისში გამოცდების დროს, მაგრამ ყოველთვის უკანვე ბრუნდებოდნენ, რადგან მდიდრების შვილები უკეთ იყვნენ მომზადებულები გამოცდისთვის და შესაბამისად უკეთესი შედეგებიც ჰქონდათ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ გ. ი-ს სტატია, რომ რადგან საზოგადოებას სიღარიბის გამო თავისი ხარჯით არ შეეძლო საშუალო სასწავლებლების გახსნა მთავრობა ვალდებული იყო დაეარსებინა მოსამზადებელი კლასები, სადაც მოსწავლეებს ყოველგვარი სასწავლებლისთვის მოამზადებდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თხოვნა მეუღლის ნეშთის პანთეონში, სარაჯიშვილის მიერ შეძენილ სასაფლაოზე, ცხვედაძის საფლავის გვერდით დროებით დასაფლავების შესახებ. ის ნეშთის გადასვენებას სტეფანწმინდაში აპირებდა. გამგეობამ ყაზბეგის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს 12 მაისს დანიშნული საზოგადოების რწმუნებულთა არშემდგარი კრების საკითხი. გამგეობას დაევალა კრება უფრო მოსახერხებელ დროს დაენიშნა, რომ რეგიონების განყოფილების რწმუნებულებს დასწრება შეძლებოდათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს თხოვნა მათთვის საზოგადოების წიგნსაცავის ყველა გამოცემული და გამოსაცემი წიგნის ორ-ორი ცალის უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ტრამვატოლოგიური ინსტიტუტის თხოვნა სახალხო წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ტრამვატოლოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკისთვის ოცი მანეთის წიგნები მიეცა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართველ მსახიობთა კავშირის გამგეობის თხოვნა. ისინი გეგმავდნენ მსახიობ ვიკტორ გამყრელიძის 30 წლის მოღვაწეობის აღნიშვნას. საზოგადოების გამგეობას სთხოვდნენ მათთვის 25 მაისამდე ეცნობებინა რა სახით მიიღებდა აღნიშნულ სადღესასწაულო იუბილეში მონაწილეობას. საკითხის განხილვა გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის წინადადება მისგან „მეხის ამბის“ ხუთი კლიშის 35 მანეთად შეძენის შესახებ. აღნიშნული წიგნი ავტორისგან (გრ. შარაშიძისაგან) უკვე შეძენილი იყო და იბეჭდებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა კლიშეები 35 მანეთად შეეძინა თუ გაფუჭებული არ იქნებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა დროებით საბეჭდავი მანქანის თხოვნის შესახებ. გამგეობამ პრეზიდიუმის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გნიხილეს გ. ზდანოვიჩის ანდერძის საკითხი. ზდანოვიჩის ანდერძის აღმსრულებლები ითხოვდნენ ნაანდერძევი სახლის გაყიდვის ნებართვას ქუთაისში. გამგეობამ საკითხზე თანხმობა განაცხადა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება: გამარტივებული ანბანის შესადგენად მოეწვია სპეციალური კომისია. თანახმა იყო დროებით საქველმოქმედო საზოგადოების საბეჭდი მანქანის ქართული შრიფტი გამოეყენებინა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართულ ცხენოსანთა სათადარიგო პოლკის უფროსის თხოვნა ჯარისკაცებისთვის სახალხო საკითხავი წიგნების მიწოდების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათთვის 30 მანეთის წიგნები გაეგზავნათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სიღნაღის განყოფილების გამგეობის შუამდგომლობა, 1918 წლის პირველი იანვრიდან ნუკრიანის სკოლის ორი პედაგოგის ანაზღაურების შესავსებად მთავრობის მიერ გაწეული დახმარებიდან გადაედოთ საჭირო თანხა. მთავრობის დახმარება მხოლოდ მთავრობის სკოლებზე ვრცელდებოდა და სპეციალური დანიშნულება გააჩნდა, ამიტომ სიღნაღის განყოფილებას თხოვნაზე უარი ეთქვა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

