რეგისტრირებული ფაქტები19332
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ თონეთის სკოლას სწავლის დამთავრებამდე მოაკლდა მოსწავლეები: 10 მოსწავლე სრულიად გავიდა, ან სამუშაოდ გავიდა მარტის პირველ რიცხვებშივე. I განყოფილებიდან გავიდა 7 სრულიად, 3 ავადმყოფობის გამო და დანარჩენი დედის დასახმარებლად. II განყოფილებიდან – 2 სრულიად გავიდა და 3 სამუშაოდ, III განყოფილებიდან – 1 გავიდა სამუშაოდ. მაისში სკოლაში დადიოდა მხოლოდ 35 მოწაფე: I განყოფილებაში – 15, II განყოფილებაში – 17 და III განყოფილებაში – 3.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, რომელშიც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. მეფე გიორგის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში გადაუსვენებიათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის ინვარში ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ ორგანიზებულმა ჟიურიმ დაადგინა არქიტექტორ ტერ-მიქელოვის მიერ შესრულებული 100-რუბლიანი ბონის ნახატი. ბონის ერთ მხარეს იყო წარწერა „100 რუბლი", „გაყალბება მკაცრად ისჯება", მეორე მხარეს – იგივე წარწერა ქართულ, სომხურ და თათრულ ენებზე.
1830
ტიპი: ავტორობა
1830 წლის 27 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ი. შოსტენკოს კრიტიკა, რომელიც ეხებოდა იმავე გაზეთის მესამოცე ნომერში დაბეჭდილ სტატიას „შეცდომები კავკასიის მხარის გეოგრაფიულ აღწერილობაში“. შოსტენკოს თქმით, სტატიაში რედუტ-კალეს ნავსადგური მოხსენიებული იყო იმერეთში, თუმც იმერეთის არც ერთი ნაწილი ზღვაზე არ გადიოდა და არც ნავსადგური რედუტ-კალე არსებობდა იქ, არამედ – სამეგრელოში.

